იცით თუ არა

რატომ ეკრძალებათ მუსლიმან მამაკაცებს აბრეშუმის და ოქროს ტარება?

fun time

14:00 შაბ. 27 მარტი, 2021 წელი

მუსლიმანი და ოქრო

14
დაკოპირებულია

ისლამური ტრადიციები გარკვეული წესებისა და რიტუალების მკაცრად დაცვას ავალებს. ამ წესების თანახმად, მამაკაცს აბრეშუმის სამოსი და ოქროს ნივთები „აფუჭებს“ და ქალურს ხდის მას. რა არის ამ დამოკიდებულების მიზეზი და იცავენ თუ არა თანამედროვე მუსლიმები ამ წესებს?

შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი, მუსლიმ იბნ ალ-ჰაჯაჯი თავის კრებულში წერდა:

„ერთხელ წინასწარმეტყველმა მუჰამედმა მამაკაცის ხელზე ოქროს ბეჭედი დაინახა, მოხსნა, გადააგდო და თქვა: „განა რომელიმე თქვენგანი ხელში ცხელ ნაკვერჩხალს დაიჭერს?“

რაც შეეხება აბრეშუმის ტანსაცმელს, ამასთან დაკავშირებით წინასწარმეტყველ მუჰამედის სიტყვებს მუჰამედ ალ-ბუხარი გადმოსცემს:

„ეს უზნეო კაცების ტანსაცმელია ... ნუ ჩაიცმევთ აბრეშუმს, რადგან ის, ვინც ამრეშუმს ამ ცხოვრებაში ატარებს, მომავალ ცხოვრებას მის გარეშე გაატარებს.“

რაში მდგომარეობს ფუფუნების აკრძალვა ისლამური ტრადიციებით? რატომ საუბრობდა მუჰამედი ასე უარყოფითად ძვირფას სამკაულებზე და ძვირად ღირებულ ტანსაცმელზე?

უპირველეს ყოვლისა, წინასწარმეტყველის სიტყვებს დიდი მორალური და აღმზრდელობითი აზრი აქვს. კაცი ქალისგან იმით განსხვავდება, რომ ალაჰმა მას ძალა, გამბედაობა და ვაჟკაცობა მიანიჭა. რატომ უნდა გაუჩნდეს მას სილამაზესა და დახვეწილობაში ცოლებთან და დებთან შეჯიბრების სურვილი?

ამასთან ერთად, ფუფუნება ადამიანს სულიერებას და ღმერთს აშორებს, ის ასუსტებს ხალხის ნებას და მტრის წინაშე დაუცველს ხდის.

1838 წელს, რუსეთმა კავკასიის მორიგი სამხედრო კამპანიის დროს, დაღესტნის შორეულ მთიან რეგიონებში დაზვერვის მიზნით კაპიტანი მოჩულსკი გაგზავნა.

რუსეთის ჯარების წინსვლა რომ გაადვილებულიყო, გენერალურმა შტაბმა ოფიცერს დაავალა, მოეგროვებინა ინფორმაცია სოფლების, გზების, გადასასვლელების, წყლის წყაროების და მტრის ცოცხალი ძალის შესახებ, აგრეთვე შეედგინა რაც შეიძლება დეტალური რუკები ამ რეგიონისთვის.

საპასუხისმგებლო დავალებისთვის მოჩულსკი ნამდვილ მთიელს დაამსგავსეს -კაპიტანმა წვერი გაიზარდა, მთიელთა წეს-ჩვეულებები და ტრადიციები ისწავლა და დაღესტნურ ტანსაცმელში გამოეწყო. რუსმა ოფიცერმა ყურანიც კი ისწავლა და წინადაცვეთაც კი ჩაიტარა, რომ მტერს ვერ გამოეაშკარავებინა.

მოჩულსკიმ რამდენიმე ადგილობრივი ენა და დიალექტი იცოდა, მაგრამ აქცენტს რომ არ გაეცა, გადაწყვიტა, თავი ყრუ-მუნჯად მოეჩვენებინა. სადაც არ უნდა გამოჩენილიყო ჯაშუში, თავის მხლებლებთან ერთად, თავისიანად მიაჩნდათ, ეჭვი მხოლოდ მურიდებს - ისლამის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მიმდინარეობის წევრებს შეეპარათ. მურიდებმა გაჩუმება არჩიეს, რათა ჯაშუშის მასპინძელი მთიელები არ გაენაწყენებინათ. კავკასიაში სტუმარი ხელშეუხებელია და მასპინძელი მისი შეურაცხყოფის უფლებას არავის მისცემს.
მურიდებმა გადაწყვიტეს, რომ მოჩულსკის რაზმის დაღესტანში გადაადგილებისთვის თვალი ედევნებინათ და დალოდებოდნენ, სანამ ჯაშუში თავს გასცემდა.

მალე მოჩულსკის რაზმმა ავარების სოფელ მოკოკის გამჭრიახი უხუცესების ყურადღებაც მიიქცია. მათ შენიშნეს, რომ კაპიტნის ტანსაცმელი ისლამურ ტრადიციებს არ შეესაბამებოდა და აბრეშუმის ქსოვილისგან იყო შეკერილი. ამის შემდეგ უხუცესები სტუმრის სიყრუემაც დააეჭვა და ამის შემოწმებაც უმარტივესი და ეფექტური გზით გადაწყდა.

მოჩულსკის ყურთან ახლოს, იარაღი მოულოდნელად გაისროლეს, მაგრამ ჯაშუში ასეთ გამოცდას ელოდა და თვალი არ დაუხამხამებია. ამან როგორც ოფიცრის, ისე მისი მხლებლების სიცოცხლე იხსნა. საბოლოოდ, მურიდები დამშვიდდნენ და ყველა ეჭვი გაეფანტათ, კაპიტანმა კი გზა გააგრძელა და დავალება შეასრულა.

ამჟამად მუსლიმანური სამყარო ოქროს სამკაულებთან და აბრეშუმის ქსოვილებთან დაკავშირებული აკრძალვებს ნაკლებად ემორჩილება. მეტიც, ზოგმა აღმოსავლელმა მამაკაცმა ოქროს სამკაულებისა და აბრეშუმის სამოსის ტრფიალით ქალებს გადააჭარბა.

მაგრამ ჭეშმარიტად მორწმუნე მუსლიმი დღემდე ისლამური ტრადიციების ერთგულია. თუნდაც უდიდესი სიმდიდრის მფლობელი იყოს, ის, პირველ რიგში, მამაკაცს ჰგავს, რაც ნიშნავს, რომ მის ჩაცმულობაში ვერ აღმოაჩენთ ოქროს ჯაჭვებს და ძვირად ღირებულს სამოსს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ოკეანეებში წყლის დინება აჩქარდა - ყ...

ოკეანეებში წყლის დინება
აჩქარდა

რატომ პასუხობენ ადამიანები კითხვას...

რატომ პასუხობენ
ადამიანები კითხვას
კითხვით?

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი