საკნატუნო ამბები

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრანგი ფერმერების ოჯახის ტექნოლოგია

fun time

16:56 პარ. 16 მაისი, 2025 წელი

ფერმერი ალექსანდრე
პოლმარი

14
დაკოპირებულია

საფრანგეთის ქალაქ სენ-მიელში მდებარე Polmard-ის ფერმა ჰიბერნაციის მეთოდის გამოყენებით მსოფლიოში ყველაზე განსაკუთრებულ ხორცს აწარმოებს. ამ მეთოდით დავარგებული ხორცი 15 წლის განმავლობაში ინახება ისე, რომ  ხარისხს არ კარგავს. 

ალექსანდრე პოლმარი მეექვსე თაობის ფერმერია.

მისი ოჯახი 1846 წლიდან მოყოლებული საქონლის ხორცს აწარმოებს. პოლმარების ბიზნესმა სახელი 1990-იან წლებში გაითქვა, როდესაც ალექსანდრეს ბაბუამ და მამამ ხორცის დამუშავების ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს.

მსოფლიოში ყველაზე ექსკლუზიური ხორცის მისაღებად, პოლმარის ფერმა Blonde d’Aquitaine ჯიშის მსხვილრქიან პირუტყვს იყენებს. საქონელს თავისუფალ, ბუნებრივ გარემოში ცხოვრებას აჩვევენ, რათა სტრესი მინიმუმამდე შემცირდეს.

საქონლის დაკვლის შემდეგ ფერმის ლაბორატორიაში ხორცს განსაკუთრებული მეთოდით ამუშავებენ: მისკენ -43 გრადუსამდე გაცივებული ჰაერის ჭავლს 120 კმ/სთ სიჩქარით მიმართავენ. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ ხორცმა თავისი თვისებები 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაშიც კი არ დაკარგოს.

რაც უფრო ხანგრძლივია დავარგების დრო, მით უფრო იზრდება ხორცის ხარისხიც და ღირებულებაც. 15 წლით დავარგებული ხორცის 1 კგ, დაახლოებით, 3200 დოლარი ღირს!

„არ ვამტკიცებ, რომ ჩემი ხორცი საუკეთესოა მსოფლიოში, რადგან ყველა ხორცი თავისებურად უნიკალურია. ეს ისევეა, როგორც ღვინო, თუმცა მე ვიყენებ სრულიად უნიკალურ დავარგების პროცესს და ვარ პირველი ხორცის მწარმოებელი მსოფლიოში, ვინც ამას აკეთებს“, — ამბობს ალექსანდრე პოლმარი.

პოლმარის ფერმის ხორცზე რესტორნებში მაღალი მოთხოვნაა და რესტორნის სტუმრები რიგს თვეებით ადრე იკავებენ.

ალექსანდრე პოლმარი თავის დავარგებულ ხორცს მხოლოდ რამდენიმე, კარგად გამოცდილ რესტორანს ანდობს და ხშირად პირადად ამოწმებს, რამდენად სწორად ხდება განსაკუთრებული ხორცის მომზადება.

ესეც დაგაინტერესებთ:

აშშ-ში ხელოვნური ხორცის გაყიდვა დაიწყება

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულარული პროდუქტი

საკვების შენახვა - მარტივი ხრიკები

წყარო: edition.cnn.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები