სილამაზე/ჯანმრთელობა

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულარული პროდუქტი

fun time

17:59 სამ. 13 თებერვალი

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი

14
დაკოპირებულია

კიბო არის დაავადება, რომლის დროსაც სხეულის ზოგი უჯრედი უკონტროლოდ იზრდება და მრავლდება.  კიბოს წარმოქმნის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უჯრედის დნმ-ის დაზიანებაა. 

არსებობს 5 საკვები, რომლის ხშირმა მოხმარებამ შეიძლება კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს. ეს პროდუქტებია:

1. სოსისი და სხვა დამუშავებული ხორცი

ასეთი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. მაგალითად, ხორცის გადამუშავებისას კონსერვანტები - ნიტრიტები და ნიტრატები წარმოიქმნება, რომლებიც შეიძლება ნიტროზამინებად გარდაიქმნან. ეს კანცეროგენებია, რომლებსაც უჯდერების დაზიანება და საშიში ცვლილებების გამოწვევა შეუძლი.თ,

ყველაზე ხშირად ძეხვეული ნატრიუმის ნიტრიტს, E 250 შეიცავს, რომელიც ძეხვს ვარდისფერ შეფერილობას აძლევს. ასეთი ძეხვის, ბეკონის, სოსისის შეწვისას, მაღალ ტემპერატურაზე წარმოიქმნება კანცეროგენი ნიტროზამინი, რაც ძალიან საშიშია.

გარდა ამისა, ძეხვის და სხვა დამუშავებული ხორცპროდუქტების მომზადება შებოლვის, დამარილების და ფერმენტაციის პროცესებს მოიცავს, რამაც შეიძლება კიბოს განვითარების რისკი ასევე გაზარდოს. ამიტომ გირჩევთ დამუშავებული ხორცპროდუქტები შეზღუდოთ ან ჯანსაღი ალტერნატივით ჩაანაცვლოთ. შეგიძლიათ, ხორცის ნაჭერი ღუმელში, სანელებლებთან ერთად გამოაცხოთ და ისიამოვნოთ.

2. ტრანსცხიმების შემცველი საკვები

ასეთი საკვები ნივთიერების ცვლაზე გავლენას ახდენს და შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესი, კიბო, სიმსუქნე, ქოლესტერინის დონის მომატება, ჰიპერტენზია და ბევრი სხვა უსიამოვნება.

ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებია:

  • ნამცხვრები, ღვეზელები, ტკბილეული, შოკოლადები, ფუნთუშები და სხვა ტკბილეული.
  • სწრაფი კვების პროდუქტები: კარტოფილი ფრი, ჰამბურგერი, სენდვიჩები, ნაგეტსები და სხვა ზეთში შემწვარი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით ტრანსცხიმებს შეიცავს.
  • მარგარინი (ჯობია მარგარინის და მისი შემცველი პროდუქტების არსებობა საერთოდ დაივიწყოთ).
  • ხემსი: ჩიფსები, კრეკერები, პოპკორნი და სხვა მარილიანი სნექები შესაძლოა ტრანსცხიმებს შეიცავდნენ.
  • მაღაზიაში ნაყიდი მაიონეზი.

3. შაქარი და ხელოვნური დამატკბობლები

დადასტურებული არ არის, რომ შაქარმა ან ტკბილეულის მოხმარებამ შეიძლება კიბო გამოიწვიოს, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ზედმეტი შაქრის მიღებით გამოწვეულმა სიმსუქნემ შეიძლება გარკვეული ტიპის კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს.

ზოგი კვლევა ვარაუდობს, რომ კიბოს გაზრდილ რისკს უკავშირდება ისეთი შაქრის შემცვლელების გამოყენება, როგორიცაა ასპარტამი, სუკრალოზა და ა.შ.; კერძოდ, მათ შეიძლება ანთებითი პროცესები და ნაწლავის მიკრობიომში ცვლილებები გამოიწვიონ, რამაც შეიძლება კიბოს უჯრედების განვითარებას ხელი შეუწყოს. იგივე ეხება ხელოვნურ არომატიზატორებს.

4. წითელი ხორცი

დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, წითელ ხორცს შეუძლია კიბო გამოიწვიოს, რადგან შეიცავს კარცეროგენებს - კიობს გამომწვევ ძირითად აგენტს;

5. ალკოჰოლი

კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ალკოჰოლი კანცეროგენულია და მჭიდრო კავშირშია მკერდის, კუჭისა და ღვიძლის კიბოსთან. ეთანოლს შეუძლია დააზიანოს უჯრედები და გამოიწვიოს მათი მუტაცია ან არანორმალური გამრავლება.

6. ატრია (ლაფშა)

ატრია პოპულარული გახდა და ბევრს უყვარს არა მხოლოდ იმიტომ, რომ გემრიელია, არამედ იმიტომ, რომ ადვილად მოსამზადებელია და სხვა კერძებთან შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს. ატრია მდიდარია ნუტრიენტებით, კალორიებით და ვიტამინებით, მაგრამ მასში ძალიან მაღალია ნატრიუმის შმცველობა. ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით მიღებული ნატრიუმი ძალიან საზიანოა და შესაძლოა კუჭის კიბოსთან იყოს დაკავშირებული.

***

პროდუქტები კიბოს პრევენციისთვის

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თითქმის ყოველთვის ბუნება თავად გვთავაზობს გამოსავალს.

მაგალითად, კიბოს რისკის შესამცირებლად უნდა მიიღოთ:

ხილი და ბოსტნეული

ბოსტნეული და ხილი შეგიძლიათ მიირთვათ უმი ან წვენებისა და სმუზის სახით, შაქრის და დამატკბობლების გარეშე!

განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსები და სტაფილო. ისინი შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო კომპონენტებს. ასევე ძალიან სასარგებლოა თხილი და ნიგოზი;

პომიდორი

ჭამამდე პომიდორი კარგად გარეცხეთ. მისი დამატება შესაძლებელია სალათებში ან სენდვიჩებში. პომიდორი ძალიან მდიდარია ნუტრიენტებითა და ვიტამინებით, რომლებიც ებრძვიან კიბოს.

ნიორი

ნივრის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს კიბოს განვითარების რისკი. შეგიძლიათ თქვენი კერძები ნივრით შეაზაოთ. ნიორი შეიცავს ფიტოქიმიკატებს, რომლებიც ძირითადი ელემენტებია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლობიო

ლობიო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვიან კიბოს და სხვა ჯბევრ დაავადებას. ლობიო მდიდარია ნუტრიენტებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც არა მხოლოდ შეამცირებს კიბოს რისკს, არამედ გააძლიერებს იმუნიტეტს.

თევზი

თევზი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს. მიირთვით მეტი ორაგული და თინუსი. არ მოხარშოთ თევზი ზედმეტად, რადგან სითბო არა მხოლოდ კლავს საკვებ ნივთიერებებს, არამედ ააქტიურებს კიბოს გამომწვევ აგენტებს.

***

დასასრულს, შეეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად. ზოგჯერ გემრიელი კერძის ჭამას არავინ გვიკრძალავს, თუმცა „ზოგჯერ“ და არა - ყოველდღე.

ესეც დაგაინტერესებთ:

ახალი კვლევა - ჭიანჭველებს კიბოს პოვნა შეუძლიათ

როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი - რა უნდა ამოვიკითხოთ ეტიკეტზე?

ღვიძლისთვის სასარგებლო პროდუქტები


წყარო: blog.cribmd.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა