სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი - რა უნდა ამოვიკითხოთ ეტიკეტზე?

fun time

13:04 შაბ. 10 აპრილი, 2021 წელი

როგორ გამოვიყენოთ
ზეითუნის ზეთი

14
დაკოპირებულია

ზეითუნის ზეთი ორგანიზმზე საუკეთესო გავლენას ახდენს, რადგან სასარგებლო ნივთიერებებს – ვიტამინებს, მჟავებსა და მიკროელემენტებს უხვად შეიცავს. 

პირველი, რაც ზეითუნის ზეთის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ, ფასია.

ზეითუნის ზეთი იაფი ვერ იქნება, რადგან ერთი ლიტრის მისაღებად, 8 კილოგრამი ზეთისხილია საჭირო.

ზეთი აუცილებლად მუქი ფერის შუშის ბოთლით უნდა იყიდებოდეს- მუქი ფერი სინათლისგან იცავს, რომელიც პროდუქტს აფუჭებს.

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ მწარმოებელი ქვეყანა ხარისხის გარანტიას არ ნიშნავს, მაგრამ სასურველია, უპირატესობა ესპანეთსა და საბერძნეთში წარმოებულ პროდუქტს მიანიჭოთ.

ზოგჯერ პროდუქციის ეტიკეტზე „იტალიური ხარისხი“ წერია, თუმცა ეს ქვეყანა ხშირად მწარმოებლად კი არა, იმპორტიორად გვევლინება. ამ შემთხვევაში იტალია ზეთისხილს სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს, შემდეგ კი ამ პროდუქტისგან ზეთს აწარმოებს.

ასე რომ, თუ ეტიკეტზე მითითებულია არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ მწარმოებელი ქალაქიც, ეს ზეთის ხარისხზე მეტყველებს.

ზოგჯერ მწარმოებლები სხვადასხვა ტიპის ზეთს ერთმანეთში ურევენ და ზეითუნის ზეთის ეტიკეტით ყიდიან. თუ ზეთი პირში მუყაოს გემოს ტოვებს, ეს უხარისხო პროდუქტის ერთ-ერთი ნიშანია ❗

პირველი, ცივი დაწნეხვის შედეგად მიღებული არარაფინირებული ზეითუნის ზეთი ყველაზე სასარგებლო და ხარისხიანია. ასეთ ზეთს ეტიკეტზე extra virgin უნდა ეწეროს, თუმცა ის მხოლოდ ცივ მდგომარეობაშია სასარგებლო.

თუ შესაწვავად გსურთ, მაშინ რაფინირებული ზეთი უნდა შეიძინოთ, რომელსაც ასეთი წარწერა არ ექნება. ასეთ ზეთში სასარგებლო ნივთიერება ნაკლებია, თუმცა მზესუმზირის ზეთისგან განსხვავებით, რაფინირებული ზეითუნის ზეთი შესაწვავად შეგიძლიათ ზედიზედ რამდენჯერმე გამოიყენოთ, რადგან გაცხელებისას ის კანცეროგენებად არ გადაიქმნება.

კარგი ნიშანია ეტიკეტზე მჟავიანობის აღნიშვნაც.

რაც უფრო დაბალია მჟავიანობა, პროდუქტი მით უკეთესია. 0.8% -მდე მაჩვენებელი საუკეთესოა, თუმცა 0.2% მაჩვენებელიც სასურველია.

ზეითუნის ზეთის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ წარმოების თარიღსაც. პროდუქტის წარმოება შემოდგომის დასაწყისში იწყება და ზამთრის დასაწყისში სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ზეითუნის ზეთის შენახვის ვადა ორი წელია, ერთი წლის შემდეგ ის გემოვნურ თვისებებს კარგავს. გირჩევთ ასეთი ზეთი შესაწვავად გამოიყენოთ, ხოლო სალათებისათვის უპირატესობა უფრო ახალ პროდუქტს მიანიჭოთ.

გახსოვდეთ, ზეითუნის ზეთი გახსნიდან 2 თვის შემდეგ, უვარგისია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა

არომათერაპია - რა გავლენას ახდენს ჯ...

Aromatherapy

კონსერვები ზამთრისთვის - ზიანი და ს...

კონსერვები ზამთარში

საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძა...

სისხლძარღვების გაწმენდა
კვებით

ნესვის სარგებლობა

ნესვის სარგებლობა

რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთ...

საზამთროთი მოწამვლა
როგორ ავირიდოთ