სილამაზე/ჯანმრთელობა

კუნელის სასარგებლო თვისებები

fun time

16:35 ორშ. 15 სექტემბერი

კუნელის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

აგვისტოდან საქართველოში კუნელის კრეფის პერიოდი იწყება. ეს გემრიელი და სასარგებლო კენკრაა, რომელიც გულის პრობლემების სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ჩინეთში გამოიყენებოდა. ჩვენ გიამბობთ კუნელის რომელი სახეობაა ყველაზე სასარგებლო, როდის არის სასურველი მისი მიღება და როგორ უნდა შევინახოთ სწორად.

როგორ შევარჩიოთ კუნელი?

ყველაზე სასარგებლოდ კუნელის წითელი ჯიში მიიჩნევა. მისი ამოცნობა ძალიან ადვილია: ნაყოფის შიგნით 3–4 თესლი უნდა იყოს. თუ ნაკლებია, თქვენ სხვა სახეობის კუნელს წააწყდით, რომელიც შესაძლოა ნაკლებად სასარგებლო იყოს.

როგორ შევინახოთ კუნელი?

ახალი კუნელი მაცივარში არაუმეტეს ორი კვირისა უნდა შეინახოთ. უფრო ხანგრძლივი დროით შესანახად კენკრა შეიძლება გააშროთ ან გაყინოთ, თუმცა გაყინულ კუნელში უფრო მეტია ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერება, ვიდრე გამშრალში. გამშრალი ნაყოფი ლითონის ან მინის ქილაში უნდა მოათავსოთ და ბნელ და მშრალ ადგილზე შეინახოთ. კუნელი შეიძლება აფთიაქშიც შეიძინოთ — როგორც გამშრალი, ისე ნაყენის სახით, თუმცა უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებები ახალ ნაყოფშია.

კუნელი ნერვული სისტემისთვის

კუნელი გვეხმარება სტრესის დაძლევასა და ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. კუნელის ჩაი ხელს უწყობს მოდუნებას და შეიძლება ძილის ხარისხი გააუმჯობესოს, რაც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. კუნელის ჩაის მომზადება: დამამშვიდებელი ეფექტისთვის 1–2 ჩაის კოვზ კუნელის ნაყოფს ან ყვავილს ერთი ჭიქა ადუღებულ წყალი უნდა დაასხათ და ძილის წინ მიირთვათ.

კუნელი გულისთვის

კუნელი შეიცავს ფლავონოიდებსა და სხვა აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გულის კუნთს აძლიერებს, მის შეკუმშვას აუმჯობესებს და გამძლეობას ზრდის. კუნელის ბოჭკო ხელს უწყობს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებას, რაც ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. კუნელის რეგულარული მოხმარებით შესაძლებელია მაღალი არტერიული წნევის შემცირება.

კუნელის ნაყენი ჰიპერტონიის დროს ასე უნდა მოამზადოთ: 1–2 ჩაის კოვზი გამშრალი ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, 15–20 წუთი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა 2–ჯერ დღეში.

კუნელი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის

კუნელი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. პრევენციის მიზნით შეგიძლიათ ასეთი ნაყენი მიიღოთ: 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 300 მლ წყალი და 10 წუთი ხარშეთ. ნახარში გააგრილეთ და ჭამის წინ ნახევარი ჭიქა დალიეთ.

იმუნური სისტემის მხარდასაჭერად

ვიტამინების შემცველობის წყალობით, კუნელი იმუნიტეტის გაძლიერებაში გვეხმარება. გამშრალი ნაყოფი უნდა დაფქვათ, ცოტაოდენი თაფლი შეურიოთ და დილაობით 1 ჩაის კოვზი, წყალში გახსნილი დალიოთ.

კუნელის უარყოფითი თვისებები

არასასურველია კენკრის მშიერ კუჭზე მიღება, რადგან ამან შეიძლება კუნთების სპაზმი გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია ზომიერება. ზედმეტად დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გულისრევა, დიარეა, ძილიანობა და გულის რიტმის დარღვევა გამოიწვიოს.

კუნელი ამცირებს არტერიულ წნევას, ამიტომ ჰიპოტონიით დაავადებულებისთვის მისი მიღება არასასურველია.

კუნელის ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად მიღებას უნდა მოერიდოთ, განსაკუთრებით იმ მედიკამენტებთან, რომლებიც გულის დაავადებებისა და წნევის დასაწევად გამოიყენება.

***

როგორ მოვამზადოთ ასკილის ნაყენი

როგორ მოვამზადოთ კარკადეს ჩაი

ატმის წვენი ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ირგა - გემრიელი კენკრის სასარგებლო...

ირგა

არ გადააგდოთ ნესვის ქერქი - მისი გა...

ნესვის კანის სასარგებლო
თვისებები

დავლიოთ თუ არა კისელი?

კისელის სარგებლობა

მწვანე ბარდა - შემადგენლობა და სასა...

მწვანე ბარდა

უსაფრთხოა თუ არა ცვილით დაფარული ვა...

უსაფრთხოა თუ არა ცვილით
დაფარული ვაშლი?

როგორ გავიგოთ, შეიცავს თუ არა საზამ...

საზამთროს შემოწმება

უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი?

უნდა გავთალოთ თუ არა
კიტრი?

ხახვი მკურნალი

ხახვი მკურნალი

5 დაავადება, რომლის დროსაც ბანანის...

ბანანის უკუჩვენება