საკნატუნო ამბები

საკვების შენახვა - მარტივი ხრიკები

fun time

21:55 სამ. 26 ივლისი, 2022 წელი

საკვების შენახვა

14
დაკოპირებულია

სასარგებლო რჩევები, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებთ. 

პროდუქტების გაფუჭებას არა მხოლოდ ვადის გასვლა, არამედ მათი არასწორად შენახვაც იწვევს. არის სიტუაციები, როდესაც დიდი რაოდენობით შეძენილი პროდუქტის ათვისება ვერ ხერხდება, ფუჭდება და, სამწუხაროდ, მათი გადაყრა გვიწევს.

ჯანსაღი საკვები და ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანის სრულფასოვანი არსებობისთვის, ამიტომ ქვემოთ ჩამოგითვლით ზოგიერთი პროდუქტის შენახვის ხერხებს, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ საკვების ხარისხი და სარგებლიანობა.

საკვები პროდუქტების შენახვის რა გზები არსებობს

თაფლი

იმისთვის, რომ თაფლი დიდხანს შეინახოთ, დადგით ბნელ ადგილას მჭიდროდ დახურული თავსახურით.

კვერცხი

თუკი კვერცხი დიდი რაოდენობით შეიძინეთ და ვერ ასწრებთ მათ სრულად გამოყენებას, ნუ გადაყრით! კვერცხი საყინულეში გემოსა და კონსისტენციის დაკარგვის გარეშე კარგად შეინახება. აიღეთ ყინულის ფორმა, ჩაყარეთ სულ ოდნავ მარილი ან შაქარი (იმისთვის, რომ კვერცხი არ დაიშალოს), შეინახეთ საყინულეში და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ.

მწვანილი

მწვანილის შენახვა შუშის ქილაში შეგიძლიათ, ოღონდ, ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. შეგიძლიათ, სპეციალურ პოლიეთილენის პარკშიც შეინახოთ, რომელსაც საჰაერო ხვრელები აქვს. ასევე, შეგიძლიათ მწვანილი პირსახოცის ქსოვილში გაახვიოთ და მაცივარში ჩადოთ.

ყველი

შეინახეთ ყველი სპეციალურ ქაღალდის პარკში ან პერგამენტში. პოლიეთილენის პარკით ყველის შენახვა მიუღებელია. იმისთვის, რომ ყველი არ გამოშრეს, შეგიძლიათ ზემოდან კარაქის თხელი ფენა გადაუსვათ.

ანანასი

ანანასი თავდაყირა შეინახეთ. ამგვარად ის ტკბილ გემოს უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნებს.

მწვანე ხახვი

გაასუფთავეთ მწვანე ხახვის ძირები და მოათავსეთ წყლიან ქილაში. ხოლო მწვანე ღეროებს გადაუსვით სველი ტილო და დააფარეთ პოლიეთილენის პარკი. დადეთ ქილა მაცივრის ქვედა თაროზე. ამგვარად მწვანე ხახვი 2 კვირა შეინახება.

გოგრა

გოგრა სასურველია, თაროზე დადოთ შესანახად და არა მიწაზე ან იატაკზე, თანაც ისე, რომ გოგრები ერთმანეთს არ მიედოს. გოგრის შენახვა, ასევე, თივაში ან ჩალაშიც შეგიძლიათ. მზის სხივები გოგრას აფუჭებს, ამიტომ, თუკი გოგრას აივანზე დადებთ, აუცილებლად გადააფარეთ მას ტილო.

ჯანჯაფილი

კოჭის (ჯანჯაფილის) ძირი გააშრეთ, გადაახვიეთ მას საკვების შესანახად განკუთვნილი პარკი ძირებზე და შეინახეთ მაცივარში. ამგვარად კოჭა, დაახლოებით, ერთი კვირა შეინახება.

სიმინდის მარცვლები

ჩაასხით ჯამში 1 ლიტრი წყალი, დაამატეთ რამდენიმე ყინულის ნატეხი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ჩაყარეთ შიგ სიმინდის მარცვლები. ნახევარი საათის შემდეგ გადაწურეთ წყალი და როგორც კი სიმინდის მარცვლები შეშრება, მოათავსეთ ჰერმეტულ პარკში. ამგვარად სიმინდის მარცვლები 3-4 კვირის მანძილზე შეინახება.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მაუსინრამი- ადგილი, სადაც ყოველდღე...

მავსინრამი - ადგილი, სადაც
ყოველთვის წვიმს

რატომ გახდა პოპულარული მიწისქვეშ ცხ...

მიწისქვეშა ქალაქი
ჩინეთში

ჩვ.წ. I საუკუნეში დამწვარი ღვეზელი...

უცნაური აღმოჩენა

ადამიანები მწვანე სისხლით - მითია თ...

ადამიანები მწვანე
სისხლით

მილიარდერები საჭესთან - რომელ ავტომ...

მარკ ცუკერბერგი საჭესთან

გერმანიაში შექმენს რობოტი-მედუზა ოკ...

რობოტი-მედუზა ოკეანეების
გასაწმენდად

45 წლის ბრიტანელ ქალს 22 შვილი ჰყავ...

მრავალშვილიანი დედები

ნარკომაფიამ პოლიციის ძაღლს ომი გამო...

იტალიურმა ნარკომაფიამ
პოლიციის ძაღლს ომი
გამოუცხადა

ფუკუსიმის უკანასკნელი მკვიდრი - ის...

ფუკუსიმის უკანასკნელი
მკვიდრი