საკნატუნო ამბები

ფუკუსიმის უკანასკნელი მკვიდრი - ის რადიაციულ ზონაში მიტოვებულ ცხოველებზე საზრუნავად დაბრუნდა

fun time

16:00 პარ. 5 მაისი, 2023 წელი

ფუკუსიმის უკანასკნელი
მკვიდრი

14
დაკოპირებულია

იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, რომელსაც 15 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 12 წელი გავიდა. 2011 წელს, როდესაც ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურს  დამანგრეველი ცუნამი დაატყდა, მოსახლეობა დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. ევაკუირებულთა შორის იყო 53 წლის ნაოტო მაცუმურაც, მაგრამ ამ მამაცმა ადამიანმა სტიქიის ზონაში დარჩენილი  ცხოველების გამო მშობლიურ ქალაქ ტომიოკაში დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში რადიაციის დონე დასაშვებზე 17-ჯერ მეტია, მაცუმურა ამბობს, რომ ოთხფეხა მეგობრებს არ დატოვებს და ბოლომდე მათ გვერდით იქნება.

მამაკაცი საქველმოქმედო ფონდში მუშაობს და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად კატასტროფის ზონაში დარჩენილ ცხოველებზე ზრუნავს. მაცუმურას თქმით, ცხოველების პატრონებს სახლში სწრაფად დაბრუნების იმედი ჰქონდათ. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სახლში დაბრუნებას 10 წლის შემდეგაც ვერ შეძლებდნენ. "მე ორი კატა, ძაღლი, სირაქლემა, ცხენი, 31 ძროხა და ოთხი გარეული ღორი მყავს. როგორც კი ჩემი სატვირთოს ხმას გაიგებენ, ჩემი ოთხფეხა მეგობრები ერთად იკრიბებიან და ცდილობენ მიმახვედრონ, რომ მელიან,“ - ამბობს ჟურნალისტებთან მაცუმურა.

იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ მაცუმურას რადიაციული ადამიანი შეარქვეს - შედეგების თანახმად, მან იაპონიაში რადიაციის ყველაზე მაღალი დონე მიიღო და დღემდე აგრძელებს რადიაციული დასხივების პირობებში ცხოვრებას.

„მე შეჩვეული ვარ რადიაციას.. ადამიანებს, რომლებიც აქ ჩამოდიან და გარკვეული დროით რჩებიან, რადიაცია აღარ აღელვებთ. ვაღიარებ, რომ თავიდან ძალიან მეშინოდა, რადგან რადიაციის პირობებში ცხოვრება საბოლოოდ ონკოლოგიური დაავადებით ან ლეიკემიით სრულდება, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მეც და ჩემი ცხოველებიც ჯანმრთელები ვართ და ვფიქრობ, ბოლომდე ასე იქნება. მხოლოდ მიწისძვრა და ცუნამი რომ ყოფილიყო, ყველაფრის აღდგენა შეიძლებოდა, მაგრამ ბირთვული კატასტროფის შემდეგ აქ დაბრუნება არავის უნდა.. არავის, ჩემ გარდა! მე დავიბადე და გავიზარდე ტომიოკაში და ამ ქალაქში მოვკვდები,“- ამბობს მაცუმურა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში