იცით თუ არა

რატომ შეიძლება ჰიროსიმასა და ნაგასაკში ადამიანების ცხოვრება, ჩერნობილში კი არა?

fun time

16:00 ოთხ. 12 იანვარი, 2022 წელი

ნაგასაკი vs ჩერნობილი

14
დაკოპირებულია

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე მომხდარი აფეთქებიდან 36 წელი გავიდა. თითქოს ეს დრო სრულიად საკმარისია, რომ დასხივებულ ტერიტორიაზე რადიაციის მოქმედება შესუსტდეს და ცხოვრება უსაფრთხო გახდეს, მაგრამ ასე არაა. 

სულ ახლახან გერმანიაში ცეზიუმ-137 და ცეზიუმ-134 - ის იზოტოპების კვალი აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ჩერნობილის „საჩუქარია“, რომელიც ევროპაში წყლის საშუალებით მოხვდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში მეცნიერებმა ცეზიუმ-137-ისა და ცეზიუმ-134-ის გავრცელების დასადგენად კვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ რადიოაქტიური ნივთიერებების ჩერნობილიდან ბალტიის ზღვამდე მოხვედრას დაახლოებით 3,5 წელი სჭირდება. აქედან გერმანია კი „ხელის გაწვდენაზეა“.

ანუ, პირობითად, თუ ჩერნობილის მდინარეში კენჭი ჩააგდეთ, სავსებით შესაძლებელია, რომ ის სამი წლის შემდეგ ევროპაში აღმოჩნდეს, მაგრამ უფრო საინტერესოა, რატომ არის შესაძლებელი ადამიანების ცხოვრება ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, სადაც აშშ-მ ატომური ბომბები ჩაყარა და ჩერნობილში არა?

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

👉 აფეთქების ადგილი

1945 წლის 6 აგვისტოს, 8 საათსა და 15 წუთზე ამერიკულმა ბომბდამშენმა Enola Gay-მ ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდო. ორ დღეში ჰიროსიმას ნაგასაკი მოჰყვა. ეს ომში ატომური ბომბის გამოყენების პირველი შემთხვევები იყო.

ჰიროსიმას დაბომბვას, სავარაუდოდ, 140 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნაგასაკის დაბომბვას კი - დაახლოებით, 74 ათასი.

მომდევნო კვირებში, თვეებსა და წლებში ქალაქებში არსებულმა რადიაციის დონემაც უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია, თუმცა, ჩერნობილისგან განსხვავებით, ჰიროსიმასა და ნაგასაკში ბომბები ზედაპირიდან 500 მეტრზე აფეთქდა და რადიოაქტიური მასალების უმეტესი ნაწილი ატმოსფეროში გაიფანტა.

გარდა ამისა, ჰიროსიმაში 64 კგ-დან ბირთვულ რეაქციაში მხოლოდ 700 გრამი ურანი შევიდა, დანარჩენი ურანი აფეთქების შედეგად გაიფანტა.

ჩერნობილში აფეთქება მიწაზე მოხდა და რადიოაქტიური ნივთიერებების უმეტესობა ნიადაგში მოხვდა. უფრო მეტიც, თუ იაპონიაში რადიაციული ზემოქმედება ერთჯერადი იყო, ჩერნობილის მიწაში რადიაქტიური ნივთიერებები ერთი თვის მანძილზე ჟონავდა.

👉 ასაფეთქებელი ნივთიერებების რაოდენობა

ბომბი, რომელიც ჰიროსიმაში ააფეთქეს, 64 კგ ურანს შეიცავდა, საიდანაც ბირთვულ რეაქციაში მხოლოდ 700 გრამი შევიდა. ბომბში, რომელიც ნაგასაკში აფეთქდა, ბირთვულ რეაქციაში 6 კგ პლუტონიუმი შევიდა.

ჩერნობილში აფეთქებულ ბირთვულ რეაქტორში 180 ტონა რადიოაქტიური ნივთიერება იყო, მათ შორის, 3,6 ტონა ურანი.

შეადარეთ - 700 გრამი და 3,6 ტონა!

ბომბი, რომელიც ნაგასაკის თავზე აფეთქდა. ფოტო აშშ-ის ეროვნული არქივიდან.

👉 რადიაცია

ჰიროსიმასა და ნაგასაკიში რადიაცია ნორმას ექვსი თვის შემდეგ დაუბრუნდა, ჩერნობილში კი 36 წლის შემდეგაც კატასტროფული მდგომარეობაა.

👉 რადიოაქტიური ნივთიერებების შემადგენლობა

ჩერნობილში, აფეთქების შედეგად, შემდეგი ნივთიერებები აღმოაჩინეს: სტრონციუმი-90, იოდი-13, ცეზიუმ-137, ამერიციუმ-241 და პლუტონიუმ-239.

ჰიროსიმასა და ნაგასაკში პირველი შემოწმება რამდენიმე თვის შემდეგ ჩატარდა, ამიტომ რადიონუკლიდების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს და, სავარაუდოდ, ამის შესახებ ვერასოდეს გავიგებთ.

(ბომბის ამწყობის ხელმოწერა. ფოტო აშშ-ის ეროვნული არქივიდან)

1970, 1980 და 2010 წლებში იაპონელმა მეცნიერებმა ჰიროსიმას ნიადაგი საგულდაგულოდ შეისწავლეს - ისინი ურანის 236, ცეზიუმ-137 და პლუტონიუმ-239 და 240 ატომების კვალს ეძებდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იაპონიაში ატომური აფეთქებები ატმოსფეროში მოხდა და მავნე ნივთიერებების უდიდესმა ნაწილმა მიწამდე ვერ მიაღწია. აფეთქებიდან რამდენიმე თვის შემდეგ რადიაცია ნორმას დაუბრუნდა.

დღეს ჰიროსიმასა და ნაგასაკში დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ამერიკელი მეცნიერი ჰაროლდ ჯეიკობსონი (Harold Jacobson), რომელიც „მანჰეტენის პროექტის“ ერთ-ერთი მონაწილე იყო, ამბობდა, რომ ჰიროსიმაში 75 წელი სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა); ჰიროსიმას ხელახალი მშენებლობა დაბომბვიდან 4 წელიწადში - 1949 წელს დაიწყო;
ჩერნობილში კი დღესაც კვლავ 30 კილომეტრიანი გაუცხოების ზონა მოქმედებს.

ფოტოზე: ჰიროსიმა დაბომბვის შემდეგ, 1945 წელს 👆

ფოტოზე: ჰიროსიმა დღეს 👆

ფოტოზე: ჩერნობილი 1986 წელს 👆

ფოტოზე: ჩერნობილი დღეს 👆

🔰:

ნობელიანტი მკვლელები - მეცნიერები, რომელთა გამოგონებას მსოფლიო ნანობს

4 სისხლიანი ტრაგედია, რომელსაც საბჭოთა კავშირი დიდხანს მალავდა

უცნობი ფაქტები 11 სექტემბრის ტერაქტზე

8 შოკისმომგვრელი დოკუმენტური ფილმი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი