იცით თუ არა

უცნობი ფაქტები 11 სექტემბრის ტერაქტზე

fun time

12:00 შაბ. 11 სექტემბერი, 2021 წელი

11 სექტემბერი

14
დაკოპირებულია

პრინსტონის უნივერსიტეტში განთავსებულმა სისტემამ, რომელსაც უბედური შემთხვევების გენერატორს უწოდებენ, სიგნალი გამოსცა, რომლითაც ადამიანებს მოახლოებული კატასტროფის შესახებ აცნობა, თუმცა...

 

1. 2001 წლის11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შედეგად, მშობლის გარეშე 3051 ბავშვი დარჩა. ტერაქტიდან ცხრა თვის შემდეგ, ნიუ-იორკში შობადობის დონემ წინა წელთან შედარებით 20%-ით მოიმატა.

2. კვლევების თანახმად, ტერაქტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, ნიუ-იორკში ალკოჰოლის მოხმარება 25%-ით გაიზარდა. 10%-ით მოიმატა თამბაქოს და 3,3%-ით მარიხუანას მოხმარების დონემ. 20%-ით გაიზარდა ეკლესიებსა და სინაგოგებში მიმსვლელთა რიცხვი.

3. ტერაქტის დროს განადგურებული ხელოვნების ნიმუშების საერთო ღირებულებამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. დაკარგულ შედევრებს შორისაა პაბლო პიკასოს, როი ლიხტენშტაინის, დევიდ ჰოკნისა და სხვათა ნამუშევრები.

4. 11 სექტემბრის ერთ-ერთი უცნობი გმირი ლაბრადორი როსელი გახდა, რომელმაც თავისი ბრმა პატრონი მაიკლ ჰინგსონი ცათამბჯენის 78-ე სართულიდან უვნებლად ჩამოიყვანა და მეგობრის სახლში მიიყვანა. როსელი ახლახან მოკვდა.

5. მეხანძრეებს 100 დღე დასჭირდათ, რომ ხანძრის ყველა კერა ჩაექროთ.

6. ავიაკომპანია United-ის 175 რეისის მგზავრის, 22 წლის ლიზა ენ ფროსტის მშობლებს თითქმის ერთწლიანი ლოდინი მოუხდათ, ვიდრე კატასტროფის ადგილზე მისული მაშველები მათი შვილის რაიმე ნაწილს აღმოაჩენდნენ. დაღუპულთა სხეულების უმეტესობა უმცირეს ფრაგმენტებად იყო დაშლილი.

7. დაღუპულთა ფრაგმენტებისა და მათი კუთვნილი ნივთების მოსაძებნად მუშებს 1 მილიონ ტონაზე მეტი სიმძიმის დაშლილი კონსტრუქციების დათვალიერება მოუხდათ. ცათამბჯენების ნანგრევებში მათ 437 მაჯის საათი და 144 ნიშნობის ბეჭედი აღმოაჩინეს.

8. სავაჭრო ცენტრზე თავდასხმამდე 3 საათით ადრე, პრინსტონის უნივერსიტეტში განთავსებულმა სისტემამ, რომელსაც უბედური შემთხვევების გენერატორს უწოდებენ, სიგნალი გამოსცა, რომლითაც ადამიანებს მოახლოებული კატასტროფის შესახებ აცნობა.

9. პენტაგონის იმ ნაწილს, რომელსაც ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი შეეჯახა, თავდასხმამდე არცთუ დიდი ხნით ადრე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რომლის დროს საგანგებოდ გაამაგრეს კედლები და ფანჯრები.

10. როდესაც ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი მუჰამედ ატა 11 სექტემბრის დილას ბოსტონის აეროპორტში კონტროლს გადიოდა, მის პასპორტზე უსაფრთხოების საინფორმაციო სისტემამ რეაგირება მოახდინა და ატას ბარგი თვითმფრინავში ვერ მოხვდა.

11. ნიუ-იორკში განადგურებული ტყუპი ცათამბჯენების ლითონის ფრაგმენტებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ძეგლი და მემორიალური დაფა გაკეთდა. მაგალითად, იტალიურ ქალაქ პადუაში ერთ-ერთი მონუმენტი მთლიანად ჩრდილოეთ კოშკურიდანაა აღებული.

12. ამერიკის საჰაერო თავდაცვის სისტემის (NORAD - the North American Aerospace Defense Command) პირადმა შემადგენლობამ ტერაქტამდე ერთი კვირით ადრე ჩაატარა სწავლება, რომელზეც განიხილებოდა ტერორისტების მიერ ოთხი თვითმფრინავის გატაცების სიტუაცია. წვრთნების მორიგი რაუნდი 11 სექტემბრის დილისთვის იყო დაგეგმილი.

13. ტერაქტამდე ნახევარი წლით ადრე, ლარი სილვერსტაინის დეველოპერულმა კომპანიამ 3,2 მლრდ დოლარად მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაზე 99-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ამჟამად, სილვერსტაინი მუზეუმისა და მემორიალური კომპლექსის მეზობლად საოფისე და სავაჭრო ცენტრების აღდგენაზე მუშაობს.

14. ამერიკაში 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და 2753 ადამიანს მიაღწია. ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრში დაასკვნეს, რომ პროფესიით ბუღალტერი ჯერი ბორგი 2010 წლის ბოლოს ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა, რომლის გამომწვევი მიზეზი ნგრევის შედეგად წარმოქმნილი მტვრის შესუნთქვა გახდა.

15. ტერაქტში მონაწილე ხუთი ტერორისტი ცხოვრობდა და თვითმფრინავის გატაცებისთვის ემზადებოდა სასტუმროში, რომელიც აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტოს მეზობლად მდებარეობს.

16. პენტაგონის შენობასთან შეჯახებული თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთები 12 სექტემბერს აღმოაჩინეს. როგორც მოგვიანებით ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, ერთ-ერთი ყუთიდან ხმოვანი ჩანაწერები ვერ ამოიღეს. ეს უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ერთადერთი შემთხვევაა, როცა თვითმფრინავის ცხვირის ნაწილებში მოთავსებული ჩამწერი მოწყობილობებიდან ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს.

17. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში მოყვა მაღაზია, სადაც იყიდებოდა ყურანი და განთავსებული იყო მუსლიმანთა სამლოცველო ოთახი.

18. გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალურმა აგენტმა ჯონ პატრიკ ო’ნილმა, რომელიც „ალ-ქაიდას“ საქმიანობასა და 1993 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე მომხდარ პირველ ტერაქტს იკვლევდა, ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო სამსახური დატოვა. მოგვიანებით, მან მსოფლიო სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დაიკავა და 2001 წლის 11 სექტემბერს სამუშაო ადგილზე დაიღუპა.

მასალა მომზადებულია ბრიტანული გამოცემის „The Daily Telegraph“-ის მიხედვით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი