იცით თუ არა

კიშტიმის აფეთქება - „პირველი ჩერნობილი“ სსრკ-ში

fun time

19:26 შაბ. 3 დეკემბერი, 2022 წელი

კიშტიმის ტრაგედია -
„პირველი ჩერნობილი“ 1957 წ.

14
დაკოპირებულია

საბჭოთა კავშირი 30 წელზე მეტია, რაც  დაიშალა და უამრავ დოკუმენტს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. ამის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა არაერთი საიდუმლო ქალაქისა და კატასტროფების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება მალავდა. 

 

1957, სექტემბერში, წელს ჩელიაბინსკის ოლქში, დახურულ ქალაქ ოზიორსკის ბირთვული საწვავის ქარხანა „მაიაკში“ აფეთქება მოხდა. ავარიის მიზეზი ბირთვული ნარჩენების შესანახ განყოფილებაში გაგრილების სისტემის გათიშვა გახდა.

ოზიორსკი საიდუმლო ქალაქი იყო, არ იყო დატანილი რუკაზე, იქ არ ჩერდებოდა ავტობუსი. რუსეთშიც კი მხოლოდ 1986 წელს გაიგეს მის შესახებ. თუმცა ქალაქის გასაიდუმლოების გამო ამ კატასტროფას 10 კმ-ის მოშორებით მდებარე ქალაქ კიშტიმის სახელი ეწოდა.

მართალია, აფეთქება იყო არა ატომური, არამედ ქიმიური, თუმცა, რადიოაქტიური ნალექი უზარმაზარი რაოდენობით გავრცელდა 20.000 კმ2 ტერიტორიაზე. დაბინძურდა 23 დასახლება, სადაც, დაახლოებით, 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

დაიწყო დასუფთავების უპრეცედენტო საიდუმლო ოპერაცია, სოფლებიდან განახორციელეს ხალხის ევაკუაცია - ვინ საით, დახოცეს საქონელი...

მეზობელი რეგიონების მოსახლეობას კი წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მათგან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ასეთი ტრაგედია მოხდა!

ტრაგედიის ადგილზე წარმოქმნილი უზარმაზარი კვამლის სვეტი საბჭოთა მედიამ ჩრდილოეთის ნათებად შერაცხა!

ქარხანა „მაიაკი“, ჩერნობილი, ფუკუშიმა - ეს ბირთვული ეპოქის სამი ყველაზე საშინელი გვერდია, მაგრამ მათ შორის ქრონოლოგიურად პირველი გამქრალი იყო საბჭოთა ხელისუფლების მითითებით.

კიშტიმის ავარიის შესახებ მხოლოდ „პერესტროიკის“ პერიოდში გახდა ცნობილი ჟორეს მედვედევის წიგნით "ბირთვული კატასტროფა სამხრეთ ურალში".


მსგავს თემაზე 👇

4 სისხლიანი ტრაგედია, რომელსაც საბჭოთა კავშირი დიდხანს მალავდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?