შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყაროში დატოვება?
16:00 შაბ. 12 ივლისი

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მობილური ტელეფონის დამუხტვის შემდეგ დამტენი დენის წყაროსთან მიერთებული არ დარჩენია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის გაკეთება დაუშვებელია და რამდენიმე არგუმენტი მოჰყავთ:
1. დენის წყაროში დატოვებული დამტენი მოიხმარს ელექტროენერგიას;
2. მუდმივად დენის წყაროსთან კავშირი ამცირებს დამტენის ექსპლუატაციის ვადას;
3. დენის წყაროსთან მუდმივად მიერთებული დამტენი შეიძლება სახიფათო იყოს.
მიუხედავად გაფრთხილებისა, დამტენის როზეტში დატოვების ჩვევასთან ბრძოლას დიდად არ ვცდილობთ და თუ რატომ, ამის გასაგებად სპეციალისტების არგუმენტები სათითაოდ განვიხილოთ:
ელექტროენერგიის მეტი ხარჯი
მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი ან პლანშეტი დამტენზე არ არის შეერთებული, კვების ბლოკი მაინც აგრძელებს ელექტროენერგიის მოხმარებას, თუმცა მოხმარების მაჩვენებელი ძალიან მცირეა. მაგალითად, 2-ამპერიანი დამტენის წლიური მოხმარება დაახლოებით 60 ვტ/სთ-ს შეადგენს.
ჰოდა, სახლში რამდენიმე დამტენიც რომ იყოს მუდმივად დენის წყაროსთან მიერთებული, მათი ჯამური მოხმარება ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის არ აისახება ნებისმიერი .
დამტენის ექსპლუატაციის ვადის შემცირება
სმარტფონისა თუ პლანშეტის ნებისმიერი ხარისხიანი დამტენი გათვლილია, დაახლოებით, 5–6 წლიან უწყვეტ მუშაობაზე. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებელი ითვალისწინებს იმასაც, რომ დამტენი შესაძლოა მუდმივად მიერთებული იყოს დენის წყაროსთან.
თუმცა, თუ დამტენს დენის წყაროსთან მხოლოდ დამუხტვის დროს შეაერთებთ, შეიძლება მისი გამოყენების ვადა 10–15 წლამდე გახანგრძლივდეს.
ესეც ვერ გამოდგება იმ არგუმენტად, რომელიც ჩვევას შეგვაცვლევინებს 😏.
უსაფრთხოება
უსაფრთხოება კი მართლაც ყველაზე საყურადღებო არგუმენტია: დენის წყაროსთან მიერთებული და უყურადღებოდ მიტოვებული ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს — მაგალითად, ელვის დროს, მოკლე ჩართვის ან უხარისხო ელექტროგაყვანილობის გამო!
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ძალიან იაფფასიან, საეჭვო ადგილებში შეძენილ დამტენებთან. რა თქმა უნდა, ხარვეზიანი დამტენები შეიძლება ბრენდულ მოდელებშიც აღმოჩნდეს, თუმცა ეს გაცილებით იშვიათია.
შესაბამისად, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, სასურველია, რომ დამტენი დენის წყაროსთან მიერთებული არ დარჩეს, როცა სახლიდან მიდიხართ ან სახლში პატარა ბავშვები ან ცხოველები არიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან