რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე დგომა?
16:07 სამ. 8 ივლისი

იცით თუ არა, რომ ადამიანისთვის მოძრაობა (მაგალითად, სიარული) უფრო მარტივია, ვიდრე ერთ ადგილზე დგომა? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
1. კუნთების დაძაბულობა და წონასწორობის დაცვა
ერთ ადგილზე დგომისას სხეულს მუდმივად წონასწორობის შენარჩუნება უწევს. ამისთვის მცირე, წონასწორობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი კუნთები უწყვეტად მუშაობენ. ეს იმაზე დიდ ენერგიას მოითხოვს და უფრო ღლის, ვიდრე მწყობრი სიარული.
2. სისხლის მიმოქცევა
ერთ ადგილზე დგომისას სისხლის ნაკადი ქვედა კიდურებში ყოვნდება. ამის გამო სისხლის შეგუბება, შეშუპება და თავბრუსხვევაც კი შეიძლება განვითარდეს. სიარულისას კი კუნთების მოძრაობა ვენურ სისხლს გულში დაბრუნებაში ეხმარება.
3. ენერგიის დანახარჯი
ადამიანისთვის სიარული უფრო ბუნებრივი მოძრაობის ფორმაა, ვიდრე ერთ ადგილზე დგომა. სიარულისას სხეულს დინამიკური სტაბილურობა აქვს, ხოლო დგომისას წონასწორობის მუდმივი შენარჩუნება სჭირდება.
4. ისტორიულ-ევოლუციური ასპექტი
პირველყოფილი ადამიანი მოძრაობაში უფრო დიდ დროს ატარებდა (ნადირობა, თავშესაფრის ძიება), ვიდრე ერთ ადგილზე დგომაში, ამიტომ ჩვენი სხეული მოძრაობაზე უფრო მორგებულია, ვიდრე ერთ ადგილზე დგომაზე.
რაც შეეხება მთავარ კითხვას, კვლევის შედეგების თანახმად, ნავარჯიშებ, ძლიერ ადამიანს ერთ ადგილზე დგომა ორი დღე შეუძლია, ხოლო მოუმზადებელი 3-4 საათს ძლივს გაუძლებს.
***
თუ გაინტერესებთ, როგორ დგანან მაგალითად ბუკინგემის სასახლის მცველები საათების მანძილზე გაუნძრევლად, მათი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ფეხებს მონაცვლეობით ადუნებენ, ისე, რომ სისხლი არ დაგუბდეს.
ყველაზე კარგად გაწვრთნილებს კი თურმე, ფეხზე დგომისას ძილიც კი შეუძლიათ. არსებობს სპეციალური ვარჯიშები ტერფების, ბარძაყებისა და წვივის კუნთებისთვის. მისი დახმარებით ნებისმიერს შეუძლია ისწავლოს დიდხანს დგომა — თუნდაც უგონო მდგომარეობაში.
ესეც საინტერესოა:
მარილის რა დოზაა სასიკვდილო ადამიანისთვის?
ხშირი გაღვიძება - ამით თქვენი ორგანიზმი რაღაცას გატყობინებთ
25 საინტერესო ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან