იცით თუ არა

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდამოდ რჩება

fun time

17:54 ხუთ. 3 ივლისი

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

14
დაკოპირებულია

დედა-შვილის  ერთმანეთზე მიჯაჭვულობა ამოუხსნელი ფენომენია, რომელიც ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება. ამასთან, ის შეიძლება ჯანმრთელობისთვის ან სასარგებლო იყოს, ან გარკვეული რისკის შემცველი გახდეს. ასეთ დასკვნამდე არიზონას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები კვლევის შედეგად მივიდნენ.  

ფეტალური მიკროქიმერიზმი - შვილის უჯრედები, რომლებიც დედის ქსოვილებში ჩარჩა

როგორც უნივერსიტეტის პრესრელიზში წერია, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ორსულობის პერიოდში ზოგი ფეტალური (ლათ. fetus ჩანასახი) ღეროვანი უჯრედი, რომელიც მუცლად მყოფ ბავშვს ეკუთვნის, პლაცენტის გადალახვას და დედის ორგანიზმში გავრცელებას ახერხებს. უჯრედები აღწევენ ტვინში, ნაწლავებში, ღვიძლში, ფილტვებში, გულში და სხვა ორგანოებში. ამ ორგანოებში ისინი გარდაიქმნებიან უჯრედებად, რომლებიც იმ ორგანოს ეკუთვნის, სადაც მოხვდნენ – მაგალითად, ნეირონებად, გულის კუნთის უჯრედებად, ღვიძლის უჯრედებად და სხვ.

მეცნიერების თქმით, ფეტალური უჯრედები დედის სხეულში შეიძლება ორსულობის დასრულებიდან 38 წლის შემდეგაც კი ცირკულირებდნენ.

ამ ფენომენს, როდესაც მუცლად მყოფის უჯრედები დედის ქსოვილებში რჩება, ფეტალურ მიკროქიმერიზმს (fetal microchimerism, ნაყოფის მიკროქიმერიზმი) უწოდებენ.

ცნობისათვის, ქიმერები ბერძნულ მითოლოგიაში მითური არსებებია, რომლებიც სხვადასხვა ცხოველის ნაწილებისგან შედგებიან. „ამ კუთხით, ჩვენ ყველანი ქიმერები ვართ“, – განმარტა კვლევის ხელმძღვანელმა ემი ბოუდიმ.

მეცნიერებმა გამოკვლევა ჩაატარეს ქალებზე, რომლებსაც ერთი ორსულობა მაინც ჰქონდათ გამოვლილი და მათ სისხლში „უცხო“ უჯრედები აღმოაჩინეს.

გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს უჯრედები მათ შვილებს ეკუთვნოდა.

რაც საინტერესოა: კვლევის მონაწილეებს შორის იყვნენ ა) ქალები, რომლებსაც შვილი ჰყავდათ, ბ) ქალები, რომლებსაც მუცელი მოეშალათ და გ) ქალები, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს. ნაყოფის მიკროქიმერიზმი სამივე შემთხვევაში დადასტურდა.

ფეტალური უჯრედების გავლენა დედის ჯანმრთელობაზე

როცა საშვილოსნოდან მათი გადაადგილება იწყება, უჯრედები დედის მთელ ორგანიზმს ამცნობენ, რომ მთელი რესურსი მუცლად მყოფის გაზრდას უნდა მოხმარდეს. მშობიარობის შემდეგ კი ეს უჯრედები დედის სხეულს დაზიანებული ქსოვილების შეხორცებასა და ძალების აღდგენაში ეხმარებიან...

თუმცა მოგვიანებით მათი როლი შესაძლოა, უარყოფითად შეფასდეს — მეცნიერების ვარაუდით, სწორედ მათი არსებობა ხდება ავტოიმუნური დაავადებების განვითარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი.

საქმე ისაა, რომ დედის იმუნური სისტემა შვილის უჯრედებს უცხოდ აღიქვამს და მათზე თავდასხმას იწყებს, ამ პროცესში კი შესაძლოა, საკუთარი უჯრედებიც დააზიანოს.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ავტოიმუნური დაავადებების მაღალი გავრცელება ქალებში სწორედ ფეტალური მიკროქიმერიზმით აიხსნება (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ქალებში სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში).

მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა ფეტალური უჯრედების გავლენა ქალის ორგანიზმზე გაცილებით ღრმა და ფართო იყოს — მათ შეუძლიათ ემოციებზე, ქცევაზე და რთულ ფიზიოლოგიურ პროცესებზეც კი მოახდინონ გავლენა.

ერთი სიტყვით, დედობა პირდაპირი და ბიოლოგიური მნიშვნელობით სამუდამოდ გვცვლის და ეს ცვლილება უჯრედულ დონეზე მიმდინარეობს.

***

ქალი, რომელიც დნმ-ით საკუთარი შვილების დედა არ აღმოჩნდა

მამის გენეტიკა - 7 რამ, რასაც შვილი მხოლოდ მამისგან იღებს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი