საკნატუნო ამბები

ქალი, რომელიც დნმ-ით საკუთარი შვილების დედა არ აღმოჩნდა

fun time

14:00 ორშ. 26 აპრილი, 2021 წელი

ორი დნმ-ის მქონე ადამიანი

14
დაკოპირებულია

ეს დაუჯერებელი ამბავი ამერიკელ დედას ლიდია ფეირჩაილდს შეემთხვა. ლიდია ქმარს გაშორდა და სოციალური დახმარების სათხოვნელად სახელმწიფოს მიმართა. ვაშინგტონის შტატის კანონებით, დახმარების მსურველმა დნმ-ის მონაცემებით უნდა დაამტკიცოს, რომ ბავშვების მშობელია. მამის დნმ-ის შემდეგ, რომლითაც ის ნამდვილად ამ პატარების მშობელი აღმოჩნდა, ლიდიამაც აიღო ანალიზი და...

ტესტმა აჩვენა, რომ ლიდია არ არის საკუთარი შვილების ბიოლოგიური დედა!
ამ ამბავს სკანდალი მოჰყვა.
მართალია, მისის ფეირჩაილდს თავისი ორსულობის მოწმედ ბევრი მეზობელი ჰყავდა, პლუს ფოტოები, ვიდეოები, მას მაინც ემუქრებოდა ციხე - სუროგატი დედობისთვის.

ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნით, შტატის ხელისუფლებამ დნმ-ტესტირება და კიდევ სხვა ანალიზები ლიდიას ხელმეორედ ჩაუტარა.

ლიდია ადამიანი ქიმერა აღმოჩნდა. სამედიცინო ენაზე, ეს ორი დნმ-ის მქონე ადამიანია!
ანუ ლიდია დაიბადა ორი სხვადასხვა მამაკაცის სპერმატოზოიდით განაყოფიერებული ორი კვერცხუჯრედის შერწყმის შედეგად.

ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ლიდიას ტყუპისცალი ჰყოლოდა, ოღონდ განსხვავებული დნმ-ით, თუმცა, როგორც ჩანს, „ლიდიას კვერცხუჯრედმა“ ის მეორე შთანთქა.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ადამიანი ქიმერა ერთროულად ორი სხვადასხვა ადამიანი გახლავთ.

პირველი ტესტირებისას მასალა აიღეს ლიდიას კანიდან და თმიდან, მეორე ჯერზე კი - საშვილოსნოს ყელიდან. ისინი სხვადასხვა დნმ-ს შეიცავდნენ და მხოლოდ ერთი დაემთხვა ბავშვებისას.

სხვათა შორის, საჭირო გახდა ტესტირების ჩატარება ლიდიას დედაზეც. მას ზუსტად ის დნმ აღმოაჩნდა, რაც ბავშვების ბებიას უნდა ჰქონოდა.

ამ ისტორიის შესახებ გადაღებულია სამეცნიერო დოკუმენტური ფილმი „Twins inside me“:


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა