სილამაზე/ჯანმრთელობა

მარილის რა დოზაა სასიკვდილო ადამიანისთვის?

fun time

14:07 კვი. 22 ივნისი

მარილის რა დოზაა
სასიკვდილო
ადამიანისთვის?

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ თუ ადამიანი ერთ ჯერზე ორი ჩაის კოვზ მარილს შეჭამს, მოკვდება. საინტერესოა, მართლა შეიძლება ამ რაოდენობის მარილით სიკვდილი?

ნატრიუმი ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში მონაწილეობს. მისი წონასწორობის დარღვევა სხვადასხვა ორგანოს მუშაობის მოშლას იწვევს, ხელს უწყობს ახალი დაავადებების წარმოშობას და უკვე არსებულთა გამწვავებას.

როგორც ირკვევა, ჰიპერნატრიემიის (ნატრიუმის დონის პათოლოგიური მომატება სხეულის სითხეებში) დროს სასიკვდილო შემთხვევები ვლინდება, როცა კონცენტრაცია 153-იდან 255 მმოლ/ლ-მდე (მილიმოლი ლიტრზე) მერყეობს.

დავუშვათ ყველაზე პესიმისტური ვარიანტი, როცა ორგანიზმი სუსტია და ყველაზე დაბალი ზღვრული დოზაც კი სიკვდილს იწვევს. ეს კონცენტრაცია შეესაბამება, დაახლოებით, 351 მგ/დლ-ს (მილიგრამი დეცილიტრზე). ადამიანის ორგანიზმში, დაახლოებით 5 ლიტრი სისხლია, რაც ნიშნავს, რომ მთლიანობაში, სისხლში დაახლოებით 17.6 გრამი ნატრიუმი უნდა იყოს გახსნილი.

სუფრის მარილი ანუ ნატრიუმის ქლორიდი დაახლოებით 40%-ით ნატრიუმისგან შედგება. შესაბამისად, ერთი ჩაის კოვზი (დაახლოებით, 5 გრამი) დაახლოებით 2.3 გრამ ნატრიუმს შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად სასიკვდილო კონცენტრაციის მისაღებად საჭიროა სწრაფად და წყლის გარეშე მიიღოთ დაახლოებით 8 ჩაის კოვზი სუფრის მარილი.

ამ რაოდენობით ნატრიუმის მიღების შემდეგ სიკვდილის რეალური შანსი ჩნდება, თუკი ვერავინ გაგიწიათ დახმარება და ახლოს არ იქნა სუფთა წყალი. დიდი ალბათობით, სიკვდილი ძალიან მტკივნეული იქნება, ამიტომ, ადამიანების უმეტესობა ასეთ “ექსპერიმენტს” ვერ აგრძელებს და წყალს სვამს, რაც ნატრიუმის კონცენტრაციას სწრაფად აბალანსებს. ამიტომაც ვერ შეხვდებით სუფრის მარილის შეფუთვებზე, სხვა სახიფათო ნივთიერებების მსგავსად, გამაფრთხილებელ წარწერებს.

***

მედიცინაში დაფიქსირებულია შემთხვევა, როდესაც პაციენტი 20 გრამი მარილის მიღების შემდეგ გარდაიცვალა. არსებობს ასევე 30, 40 და 70 და 94 გრამი მარილის მიღების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები.

LD50 ანუ დოზა, რომელიც შემთხვევათა 50%-ში სიკვდილს იწვევს, სუფრის მარილისთვის ადამიანის წონის ერთ კილოგრამზე, დაახლოებით, 3 გრამს შეადგენს.

შედარებისთვის: წყლისთვის ეს მაჩვენებელია 90 გრამი/კგ, ეთანოლისთვის — 7.06 გრამი/კგ, ვიტამინ C-სთვის — 11.9 გრამი/კგ.

ფრთხილად იყავით და მსგავსი ექსპერიმენტები არასოდეს ჩაატაროთ!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნიტრატები ბოსტნეულში - რომელი ნაწილ...

ნიტრატები ბოსტნეულში

ჟელატინის სამკურნალო თვისებები

ჟელატინის სამკურნალო
თვისებები

ბატიბუტის თვისებები - გემრიელი ხემს...

ბატიბუტის თვისებები

ფეტვის სასარგებლო თვისებები და მომზ...

ფეტვის სასარგებლო
თვისებები

ბადრიჯანი - სასარგებლო და სამკურნალ...

ბადრიჯანი - სასარგებლო და
სამკურნალო თვისებები

ერბოს თვისებები - სასარგებლოა თუ არ...

ერბოს მომზადება

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა