იცით თუ არა

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე პლასტმასაში

fun time

15:39 პარ. 27 ივნისი

მინა თუ პლასტმასასა

14
დაკოპირებულია

ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გაზიანი სასმელებისა და ლუდის მინის ბოთლებში მიკროპლასტიკის რაოდენობა 5–50-ჯერ აღემატება იმავე სასმელების პლასტმასის ბოთლებში არსებულ მიკროპლასტიკის შემცველობას. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი მინის ბოთლების ლითონის თავსახურებზე გამოყენებული საღებავია.

საკვების უვნებლობის საკითხებზე მომუშავე ფრანგულმა სააგენტომ საფრანგეთში პოპულარულ სასმელებში მიკროპლასტიკის შემცველობა შეისწავლა და მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა — მინის შეფუთვაში მიკროპლასტიკი ბევრად მეტია, ვიდრე პლასტმასის ან ლითონის შეფუთვაში.

კვლევის შედეგები ჟურნალ Journal of Food Composition and Analysis-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა სხვადასხვა შეფუთვაში ჩამოსხმული სხვადასხვა სასმელი (გაზიანი წყალი, ლუდი, ღვინო, ცივი ჩაი და წყალი) გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მიკროპლასტიკის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია (დაახლოებით 100 მიკროპლასტიკის ნაწილაკი ლიტრზე) მინის ბოთლებშია. ეს მაჩვენებელი 5- 50-ჯერ მეტია პლასტმასის ან ლითონის ქილებში ჩამოსხმულთან შედარებით.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სასმელში არსებული მიკროპლასტიკის ნაწილაკები იმ საღებავის იდენტურია, რომელიც მინის ბოთლების ლითონის თავსახურებზე გამოიყენება. ტრანსპორტირებისა და შენახვის პროცესში, ლითონის თავსახურების ერთმანეთთან ხახუნის დროს მიკროპლასტიკი სასმელში ხვდება.

რაც შეეხება წყალს (როგორც ჩვეულებრივს, ისე გაზიანს), მასში მიკროპლასტიკის შემცველობა შედარებით დაბალია — ლიტრზე მხოლოდ 1.6-დან 4.5 ნაწილაკამდე. ასეთივე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ღვინოშიც. რაც შეეხება ტკბილ გაზიან სასმელებს, აქ მდგომარეობა უფრო მძიმეა — ლიმონათში ლიტრზე, დაახლოებით, 40 ნაწილაკი აღმოჩნდა, ხოლო ლუდში — 60-მდე.

დღეს მიკროპლასტიკს ყველგან პოულობენ: ჰაერში, წყალში და ადამიანების პლაცენტაშიც კი. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

***

გაფილტრული, ანადუღარი თუ ბოთლის? - რომელი წყალია ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო?

რატომ ყიდულობდა იაპონია დამსხვრეულ ბოთლებს სსრკ-სგან?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე