საკნატუნო ამბები

რატომ ყიდულობდა იაპონია დამსხვრულ ბოთლებს სსრკ-სგან?

fun time

14:00 ხუთ. 22 სექტემბერი, 2022 წელი

რატომ ყიდულობდა იაპონია
სსრკ-სგან დამსხვრეულ
ბოთლებს?

14
დაკოპირებულია

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში იაპონია საბჭოთა კავშირისგან გატეხილ მინის ბოთლებს ყიდულობდა და შემდეგ ამ ბოთლებს ოკეანეში ყრიდა. ამ უცნაურმა გარიგებამ უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა საბჭოთა ჩინოსნებს, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ და ალბათ, არც ინტერესდებოდნენ, რატომ ყრიდნენ იაპონელები წყალში ფულს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ იაპონიამ საბჭოთა კავშირს ჭკუით აჯობა.

კერძოდ, ამომავალი მზის ქვეყანაში გაიგეს, რომ რომ სსრკ-ს დიდი რაოდენობით დამსხვრეული მინის ბოთლები ჰქონდა და გარიგება შესთავაზა.
საბჭოთა ხელისუფლებას დიდხანს არ უფიქრია და შეთავაზებას დათანხმდა, რადგან წინადადება მოგებიანი ჩანდა.

მალე სსრკ-მდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ იაპონელები ამ დამსხვრეულ ბოთლებს ყიდვისთანავე ოკეანეში ყრიდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ მინა კი არა, კედრის ხისგან დამზადებული ყუთები აინტერესებდათ, რომლებშიც დამსხვრეულ ბოთლებს აწყობდნენ ტრანსპორტირებისთვის.

საქმე ისაა, რომ იმ დროს იაპონიაში ხარისხიანი ხის მასალას „ოქროს ფასი“ ედო.
იაპონელებმა გადაწყვიტეს, სასურველი მასალა სხვა გზით მიეღოთ - დამსხვრეული ბოთლების გადაყრის შემდეგ კედრის ხის ყუთები დაშალეს და ავეჯის დასამზადებლად გამოიყენეს.

p.s. დღეს რთულია იმის გადამოწმება, რამდენად სიმართლეა ეს ამბავი, თუმცა სსრკ-ში არსებული კორუფციის მასშტაბების გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია, რომ მსგავსი სქემა მართლაც არსებობდა.

ესეც საინტერესოა:

„ცეხავიკები“ - როგორ შოულობდნენ მილიონებს საბჭოთა კავშირში იატაკქვეშა ბიზნესმენები

როგორ იყენებდა საბჭოთა КГБ დაზვერვაში ლამაზ ქალებს?

3 ქალი, რომელიც სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

სსრკ-ის უკანასკნელი მოქალაქე, რომელიც კოსმოსში „დაავიწყდათ“



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)