იცით თუ არა

როგორ იყენებდა საბჭოთა КГБ დაზვერვაში ლამაზ ქალებს?

fun time

18:00 ორშ. 27 სექტემბერი, 2021 წელი

ქალები დაზვერვაში

14
დაკოპირებულია

საბჭოთა უშიშროებაში უამრავი ლამაზი ქალი მსახურობდა და მათი შერჩევის კრიტერიუმები ძალიან მკაცრი იყო...

 

ცნობილი საბჭოთა ქალი მზვერავები

მზვერავად მუშაობის მსურველ ქალს მოეთხოვებოდა მტკიცე ფსიქიკა, მაღალი თვითკონტროლი, კარგი მანერები, ინტელექტი, ერუდიცია და, რა თქმა უნდა, უცხო ენების ცოდნა, რადგან ზოგჯერ უცხოეთში წლების მანძილზე ცხოვრობდა. მაგალითად, ზოია რიბკინამ, რომელსაც საბჭოთა კავშირში საბავშვო მწერლის ზოია ვოსკრესენსკაიას სახელით იცნობდნენ, საგარეო დაზვერვაში 25 წელი გაატარა.

КГБ-ში ქალებს გამომძიებლად არ ამუშავებდნენ, თუმცა ხშირად მაღალ თანამდებობებს ანდობდნენ. მაგალითად, 80-იან წლებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთ ქვედანაყოფს გალინა სმირნოვა ხელმძღვანელობდა.

საბჭოთა უშიშროებაში მშვენივრად იცოდნენ, რომ ლამაზი ქალი ადვილად იქცევს ყურადღებას და მიზანსაც ადვილად აღწევს, ამიტომ სამსახურში მიღების დროს უპირატესობას ლამაზ ქალებს ანიჭებდნენ.
ქალის გარეგნობას სპეციალური კომისია აფასებდა. კონკურსში გამარჯვებულებს, მზვერავის უნარებთან ერთად, მამაკაცის ფსიქოლოგიის თავისებურებებს ასწავლიდნენ.

მაცდური აგენტი ქალის მშვენიერი მაგალითი იყო მსახიობი ოლგა ჩეხოვა. ის 1932 წელს „ენკავედემ“ საცხოვრებლად გერმანიაში გააგზავნა. თავისი მომხიბვლელობის წყალობით, ჩეხოვამ მოახერხა ფაშისტურ გერმანიაში ჰიტლერის შემდეგ მეორე კაცის, რაიხსმარშალ გერინგის საყვარელი გამხდარიყო. გერინგისა და სხვა თაყვანისმცემლებისგან მიღებულ ძვირფას ინფორმაციას ჩეხოვა სამშობლოში აგზავნიდა.

ჯაშუში ქალები, როგორც წითელი იმპერიის სექსუალური იარაღი

„თქვენი სხეული თქვენი იარაღია“ - ასწავლიდნენ КГБ-ში სექსუალურ ჯაშუშ ქალებს და სექსის მრავალფეროვნების ასათვისებლად, პერიოდულად პორნოგრაფიულ ფილმებსაც აყურებინებდნენ.

ყაზანთან არსებობდა სპეციალური სკოლა, სადაც მგზნებარე კომკავშირელ გოგონებს ცივსისხლიან და ცინიზმით სავსე აგენტებად ზრდიდნენ. სკოლაში მასწავლებლებად, ქალების გარდა, არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცებიც მუშაობდნენ!

სპეციალურად წვრთნიდნენ ქალებს, რომლებსაც კომპრომატების შეგროვების მიზნით სამაგალითო მეოჯახის ცდუნებაც კი შეეძლოთ. კომპრომატების შესაგროვებლად ცდუნების ფაქტებს ფირებზე ინახავდნენ.

ყველა დიდ სასტუმროში, სადაც უცხოელები ცხოვრობდნენ, სპეციალური მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, რომლის საშუალებით მოსმენა და გადაღება ხორციელდებოდა. მაკომპრომეტირებელი კადრების სანაცვლოდ, უცხოელი პოლიტიკოსების უმეტესობა საბჭოთა КГБ-თან თანამშრომლობას არჩევდა.

თუმცა ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის მენტალიტეტის თავისებურებების გამო, საბჭოთა უშიშროების გეგმები კრახით სრულდებოდა. მაგალითად, ინდონეზიის პრეზიდენტს აჰმედ სუკარნოს რამდენიმე რუს ლამაზმანთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამსახველი ფირი რომ აჩვენეს, საბჭოთა ხელისუფლების საჩუქრით აღფრთოვანებული დარჩა.

🔰:

როგორ იქცა საბჭოთა მფრინავი ინდიელების ბელადად?

4 სისხლიანი ტრაგედია, რომელსაც საბჭოთა კავშირი დიდხანს მალავდა

როგორ გაცვალა საბჭოთა კავშირმა სამხედრო ხომალდები „პეპსიში“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი