სილამაზე/ჯანმრთელობა

გაფილტრული, ანადუღარი თუ ბოთლის? - რომელი წყალია ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო?

fun time

14:00 ოთხ. 6 ოქტომბერი, 2021 წელი

წყალი - ონკანის, ბოთლის თუ
გაფილტრული?

14
დაკოპირებულია

ალბათ გაგიგიათ, რომ ადამიანის სხეულის დაახლოებით, 60% წყლისგან შედგება. ორგანიზმი წყალს ყველა უჯრედში, ორგანოსა და ქსოვილში იყენებს. წყლის საშუალებით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა და ყველა სასიცოცხლო პროცესი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობის წყალი და წყლის შემცველი პროდუქტები მიირთვათ. 

წყლის დღიური ნორმა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კლიმატზე, ფიზიკურ აქტივობასა და ზოგად ჯანმრთელობაზე.
წყალი შლის ტოქსინებს, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს და აწესრიგებს საჭმლის მონელებას, მაგრამ რომელი წყლის დალევა ჯობია? თუ ონკანის წყალი დაბინძურებულია, დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება კუჭთან, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები და კიბოც კი გამოიწვიოს. ვნახოთ, რომელი წყლის დალევას გვირჩევენ სპეციალისტები.

ანადუღარი წყალი

ადუღების გზით წყლის გაწმენდის სწრაფი და იაფი მეთოდი ყველასთვის ცნობილია. დუღილი ბრწყინვალედ უმკლავდება ბაქტერიებს და მიკრობებს, მაგრამ ეს მეთოდი ეფექტურია, თუ წყალი აღებულია ღია წყაროებიდან: მდინარეებიდან, ტბებიდან ან ჭებიდან.

წყალმომარაგების სისტემის განვითარებასთან ერთად გამოჩნდა წყლის გამწმენდი ისეთი დამატებითი საშუალება, როგორიც ქლორია, რომლის ნაწილაკები ადუღების მეთოდით არ იწმინდება.

ბოთლის წყალი

ეს ყველაზე მოსახერხებელი, მაგრამ ეკონომიურად არახელსაყრელი ვარიანტია. თანაც, თუ არაკეთილსინდისიერად არის ჩამოსხმული, შეიძლება, ბოთლებში ჩამოსხმული წყალი ტოქსიკურ ელემენტებს და ნიტრატებს შეიცავდეს ან მიკრობების რაოდენობა ნორმას აღემატებოდეს.

გაფილტრული წყალი

წყაროს წყალსაც კი, რომელიც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთად მიიჩნევა სპეციალური მიკრობიოლოგიური შემადგენლობა აქვს, რომელიც მუდმივად იცვლება. არავინ არის დაზღვეული, რომ წყაროს წყალში, რომელიც სათავეს ტყეში ამ მთაში იღებს, დაავადების გამომწვევები ბაქტერიები არ მოხვდება.

დასკვნის სახით:

მაშინაც კი თუ მილებში წყალი ჭაბურღილიდან ან წყაროდან ხვდება, მას ფილტრაცია ესაჭიროება. თანამედროვე ფილტრები ონკანის წყალს შესანიშნავად წმენდენ მინარევებისაგან, ბაქტერიებისგან, მძიმე მეტალებისა და ქლორის ნაერთებისგან და აუცილებელი მიკროელემენტებით ამდიდრებენ. ასე რომ, გაფილტრული წყალი ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო არჩევანი.

🔰:

რატომ სვამენ ტიბეტელი ლამები დილაობით ცხელ წყალს?

რა მოხდება, თუკი უზმოზე წყლის სმას წესად აქცევთ?

რატომ იკრძალება აშშ-სა და კანადაში წვიმის წყლის შეგროვება?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი