სილამაზე/ჯანმრთელობა

არ გადააგდოთ ნესვის ქერქი - მისი გამოყენების 5 უჩვეულო ხერხი

fun time

14:40 შაბ. 16 აგვისტო

ნესვის კანის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

ზაფხულში ტკბილ და წვნიან ნესვს ყველა სიამოვნებით მიირთმევს, მაგრამ კანს ყოველთვის ნაგავში აგდებს. როგორც გაირკვა, ეს დიდი შეცდომაა, რადგან ნესვის ქერქი გამოყენება კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში და ხალხურ მედიცინაში შეიძლება. 

 

ნესვის ქერქი შეიცავს:

  • C ვიტამინს — იმუნიტეტს აძლიერებს,
  • თუთიას —კანის მდგომარეობას აუმჯობესებს,
  • ბოჭკოს — საჭმლის მონელებას ეხმარება
  • ქლოროფილს — ორგანიზმს წმენდს.

ახლა კი 5 ხერხი, როგორ ვაჩუქოთ ნესვის კანებს მეორე სიცოცხლე:

1. ტონიკი სახისთვის

ნესვის კანი კარგად გარეცხეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით მინერალური წყალი (1:1), გააჩერეთ მაცივარში 2 საათით და გაწურეთ.

ნესვის ტონიკი ატენიანებს კანს, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს, ამცირებს ანთებას.

რჩევა: შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 3 დღისა და სახე დილით და საღამოს გაიწმინდეთ.

2. ნესვის ქერქის ცუკატები

ნესვის კანს მოაჭერით მწვანე ფენა და ჩხირებივით დაჭერით. ნესვის ჩხირები ადუღებულ წყალში 3 წუთით ჩაყარეთ.

მოხარშეთ სიროფი (1 ჭიქა წყალი და 1 ჭიქა შაქარი)

ნესვის კანი სიროფში 30 წუთი ხარშეთ, შემდეგ ამოიღეთ და 80°C გახურებულლ ღუმელში 2 საათის განმავლობაში გააშრეთ.

ნესვის ცუკატები მდიდარია ბოჭკოთი და საჭმლის მონელებას ეხმარება.

3. ნესვის ბურახი

  • 1 ცალი ნესვის ქერქი
  • 3 ლ წყალი
  • 100 გ შაქარი
  • 10 გრ. საფუარი
  • 5 გრ. ქიშმიში

მომზადება:

ნესვის ქერქს დაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააცივეთ. სითხეს დაუმატეთ საფუარი და ქიშმიში და დუღილისთვის 2 დღით დატოვეთ. 2 დღის შემდეგ ბურახი გაწურეთ და ბოთლებში ჩამოასხით.

გამოდის მსუბუქი, გამაგრილებელი სასმელი ნესვის ნაზი სურნელით.

4. სახვევი სახსრებისთვის

ნესვის ახალი ქერქი შიდა მხრიდან მტკივნეულ ადგილას დაიდეთ, სახვევით დაიმაგრეთ და 30-40 წუთით გაიჩერეთ. ნესვის სახვევი ხსნის შეშუპებას, ამცირებს ტკივილს ართრიტის დროს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

5. ბუნებრივი სასუქი

ნესვის ქერქი ბლენდერში დააქუცმაცეთ და წყალი დაუმატეთ (1:3). გააჩერეთ ერთი კვირა, გაწურეთ და მცენარეები მორწყეთ.

ნესვის სასუქი ნიადაგს კალიუმით და აზოტით ამდიდრებს. განსაკუთრებით სასარგებლოა პომიდვრისა და წიწაკისთვის.

***

ნესვის სარგებლობა

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობებში



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

დავლიოთ თუ არა კისელი?

კისელის სარგებლობა

მწვანე ბარდა - შემადგენლობა და სასა...

მწვანე ბარდა

უსაფრთხოა თუ არა ცვილით დაფარული ვა...

უსაფრთხოა თუ არა ცვილით
დაფარული ვაშლი?

როგორ გავიგოთ, შეიცავს თუ არა საზამ...

საზამთროს შემოწმება

უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი?

უნდა გავთალოთ თუ არა
კიტრი?

ხახვი მკურნალი

ხახვი მკურნალი

5 დაავადება, რომლის დროსაც ბანანის...

ბანანის უკუჩვენება

მარილის რა დოზაა სასიკვდილო ადამიან...

მარილის რა დოზაა
სასიკვდილო
ადამიანისთვის?

ნიტრატები ბოსტნეულში - რომელი ნაწილ...

ნიტრატები ბოსტნეულში