მწვანე ბარდა - შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
17:53 პარ. 8 აგვისტო

პარკოსანთა ოჯახის ეს მცენარე მდიდარია ვიტამინებით, კაროტინით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, რკინით და ცილების ნამდვილი საბადოა. მის შემადგენლობაში მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, მარგანეცი და მრავალი სასარგებლო ნივთიერება შედის.
ამდენი სასარგებლო თვისების მიუხედავად, სუპერმარკეტებში ახალი მწვანე ბარდის ნახვა თითქმის შეუძლებელია — როგორც წესი, ის გაყინული ან დაკონსერვებული იყიდება. მიუხედავად ამისა, ეს პროდუქტი ნებისმიერი სეზონისთვის აუცილებელია - მიიჩნევს დიეტოლოგები.
მათი თქმით, ბარდა რკინის შემცველობის თვალსაზრისით რეკორდსმენია. ის აუცილებლად უნდა იყოს პაციენტის მენიუში, რომელიც ანემიით იტანჯება და ჯანმრთელი ადამიანის მენიუში პროფილაქტიკისთვის.
100 გრამი ბარდა რკინის დღიური ნორმის თითქმის 7% რკინას შეიცავს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ბარდა მდიდარია ფოლიუმის მჟავით, ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოთი.
დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ახალი, გაყინული და კონსერვირებული ბარდის კვებითი ღირებულება თითქმის არ განსხვავდება. არჩევანი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული — ბარდის ნებისმიერი სახით მიღება სასარგებლოა.
თუმცა ყველაზე მეტი სარგებელი გაყინულ ბარდაშია, რადგან ის მაქსიმალურად მწიფე იკრიფება.
რაც შეეხება დაკონსერვებულ ბარდას, ის ნაკლებად ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს, თუმცა მაინც შეიცავს.
ბარდას იყენებენ დერმატიტისა და კრუნჩხვების დროს.
მისი მარცვლები ბლოკავენ ორგანიზმში რადიოაქტიურ ლითონებს.
ხალხურ მედიცინაში, ბარდის ფოთლებსა და ნაყოფს იყენებენ თირკმელებში ქვების დასაშლელად.
მწვანე ბარდა შველის გულის დაავადებებსა და მაღალ არტერიულ წნევას.
მისი სისტემატური ჭამა, ნებისმიერი ფორმით, აჩერებს დაბერების პროცესს!
***
სიახლეები ამავე კატეგორიიდან