სილამაზე/ჯანმრთელობა

უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი?

fun time

15:02 ოთხ. 30 ივლისი, 2025 წელი

უნდა გავთალოთ თუ არა
კიტრი?

14
დაკოპირებულია

კიტრი ჭამამდე უნდა გავთალოთ თუ მარტო გარეცხვაც საკმარისია? ეს დამოკიდებულია იმაზე სად და როგორ არის ის მოყვანილი და რა დანიშნულებით გამოიყენება.

👇

თუ კიტრი საკუთარ ბოსტანში, ქიმიკატების გარეშეა მოყვანილი, გამდინარე წყალში კარგად გარეცხვა საკმარისია - წყალი კიტრს ჭუჭყს, მტვერს და ნიადაგის ნარჩენებს მოაცილებს.

ქიმიკატების გარეშე მოყვანილი ასეთი კიტრის კანი თხელი და ნაზია, ბევრს სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინებსა და ბოჭკოს შეიცავს, ამიტომ უმჯობესია არ გათალოთ, რათა სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად შეინარჩუნოთ.

👇

თუ კიტრი მაღაზიაში ან ბაზარშია ნაყიდი და ამასთან, დიდი ზომის, გლუვი და მბზინვარეა, სავარაუდოდ, მისი ზედაპირი საკვები ცვილითაა დაფარული ან პესტიციდებით დამუშავებული, რაც მავნებლებისგან იცავს და შენახვის ვადას ახანგრძლივებს.

ასეთ შემთხვევაში კიტრის მხოლოდ გარეცხვა საკმარისი არ არის, რადგან შესაძლოა კანზე ცვილისა და ქიმიური ნარჩენების ნაწილი მაინც დარჩეს. ამის თავიდან ასაცილებლად, სასურველია კიტრი ჭამამდე გათალოთ.

კიტრის გათლა სასურველია იმ შემთხვევებშიც, როცა მას სალათებში ან ბავშვის საკვებში იყენებთ. კანის მოცილებით შეიძლება შეამციროთ სიმწარე, რომელიც ზოგიერთ ჯიშში ან გადამწიფებულ ნაყოფში გვხვდება.

✔️

ასე რომ, საკუთარ ბაღში ან ორგანულად მოყვანილი კიტრის კარგად გარეცხვაც საკმარისია. ხოლო მაღაზიაში ნაყიდი ან ცვილით დაფარული კიტრი უკეთესია გათალოთ — ასე საკუთარ თავსაც დაიცავთ და კიტრის გემოც უფრო სასიამოვნო იქნება.

***

ის, რაც კიტრის შესახებ აქამდე არ იცოდით...

კიტრი სახისთვის - დაამზადეთ კოსმეტიკური საშუალებები სახლის პირობებში

ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია -...

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე...

Chlorophytum

გაღვივებული ხორბალი - სასარგებლო თვ...

გაღვივებული ხორბალი

რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო?

რომელი თევზია ყველაზე
სასარგებლო?

ქრისტესისხლა — ჯადოსნური ბალახის გა...

ქრისტესისხლა