იცით თუ არა

ის, რაც კიტრის შესახებ აქამდე არ იცოდით...

fun time

12:00 ხუთ. 18 მარტი, 2021 წელი

კიტრი სარგებელი

14
დაკოპირებულია

ეს გემრიელი ბოსტნეული შეიძლება გამოიყენოთ საოჯახო საქმიანობაში ქიმიური ფხვნილების ნაცვლად, სტრესულ სიტუაციებში დასამშვიდებლად, ცელულიტისთვის თავის დასაღწევად და თუ როგორ, ამაზე სტატიაში მოგახსენებთ.

1. თუ შხაპის მიღებამდე, აბაზანის სარკეს კიტრით გაწმენდთ, ის აღარ დაიორთქლება.

2. კიტრი კარგად წმენდს პლასტიკატისგან დამზადებულ ნივთებს. თუ ქიმიური საშუალებებით კანი გიღიზიანდებათ, გირჩევთ, პლასტიკატის ჭურჭელი, გაზქურის სახელურები და ჯამები კიტრის კანით გაწმინდოთ, შემდეგ კი ნაჭრით გაამშრალოთ.

3. კიტრს აბეზარი მწერების დაფრთხობა შეუძლია. წვრილად დაჭრილი კიტრი მოათავსეთ ალუმინის ჭურჭელში და მწერების თავშეყრის ადგილზე დადგით. ალუმინთან რეაქციაში შესვლის შემდეგ კიტრი გამოსცემს სუნს, რომელიც მწერებს ძალიან აღიზიანებს და ამ ადგილს აღარასოდეს მიეკარებიან.

4. კიტრი კარგად აპრიალებს ფეხსაცმელს. თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიიჩქარით და კარადაში ფეხსაცმლის საცხი ვერ აღმოაჩინეთ, ფეხსაცმელი შუაზე გაჭრილი კიტრით გააპრიალეთ.

5. არ დაიჯერებთ, მაგრამ კიტრის დახმარებით შესაძლებელია კარის დაზეთვა. წაუსვით კიტრის წვენი კარის ლითონის დეტალებს და კარის ჭრაჭუნი აღარ შეგაწუხებთ.

6. კიტრის რბილობს საშლელზე უკეთ ამოჰყავს ქაღალდიდან ბურთულიანი კალმით ნაწერის კვალი. კიტრის ნაჭერი კარგად წაუსვით ნაწერზე და შედეგს თავად ნახავთ.

7. კიტრი ეხმარება კანს ცელულიტისგან განთავისუფლებაში. დააბლენდერეთ კიტრი და ორი კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს პრობლემურ ადგილებზე დაიდეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

8. კიტრი ამშვიდებს და ათავისუფლებს სტრესისგან. დაჭერით კიტრი ნაჭრებად, ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ორთქლი შეისუნთქეთ. მნიშვნელოვანი გამოცდის წინ ეს ნერვიულობის დაძლევაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში