სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ გავიგოთ, შეიცავს თუ არა საზამთრო ქიმიურ ნივთიერებებს?

fun time

15:00 კვი. 3 აგვისტო, 2025 წელი

საზამთროს შემოწმება

14
დაკოპირებულია

საზამთრო წვნიანი და ტკბილი ხილია, რომლის გარეშე ზაფხული ძნელი წარმოსადგენია. ის C ვიტამინს, ბეტა კაროტინს და ბევრ სასარგებლო ელემენტს შეიცავს, თუმცა თუ  არასწორად არის მოყვანილი, ნიტრატებს, პესტიციდებსა და მძიმე მეტალებს ინახავს.

მაშინაც კი, როცა საზამთრო გარეგნულად იდეალურად გამოიყურება, მის ზედაპირზე შეიძლება პარაზიტების კვერცხები და მავნე მიკროორგანიზმები ბუდობდნენ. ამიტომ საზამთრო გაჭრამდე აუცილებლად გარეცხეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მავნე ნაწილაკები რბილობში ადვილად მოხვდება!

როგორ ამოვიცნოთ ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული საზამთრო, რატომ არის საშიში მისი ჭამა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საზამთროს ყიდვისას?

საზამთროს არ უნდა ჰქონდეს:

  • მბზინავი ქერქი — შესაძლოა მიუთითებდეს, რომ საზამთრო ხანგრძლივად შენახვისთვის ქიმიკატებით დაამუშავეს.
  • მკვეთრი ფერის რბილობი, რომელსაც იისფერი დაჰკრავს — ხშირად ნიტრატების სიჭარბეზე მიუთითებს.
  • თეთრი ან მოყვითალო ძარღვები — ესეც ქიმიური ნივთიერებების არსებობაზე მიანიშნებს.
  • რბილობის არათანაბარი შეფერილობა — სასუქის სიჭარბეზე მეტყველებს.
  • თითქოს წამლის გემო — ესეც ქიმიური ნივთიერებების არსებობის ნიშანია.

როგორ შევამოწმოთ საზამთრო სახლში?

ერთი მარტივი ხერხი ასეთია:

ჩააგდეთ რბილობის პატარა ნაჭერი წყლით სავსე ჭიქაში. თუ წყალი ვარდისფრად შეიღება, დიდი ალბათობით, საზამთრო ნიტრატებს შეიცავს. თუ წყალი გამჭვირვალე დარჩა, სავარაუდოდ, ნაყოფი უსაფრთხოა.

რა თქმა უნდა, იდეალური იქნება ხარისხიანი ნიტრატ-ტესტერის გამოყენება. ცნობისთვის, ნიტრატების დასაშვები ნორმა საზამთროში 60 მგ/კგ-მდეა.

როდის და სად შევიძინოთ საზამთრო?

საუკეთესო დრო საზამთროს შესაძენად აგვისტო და სექტემბერია, როცა ნაყოფი ბუნებრივად მწიფდება.

კატეგორიულად არ გირჩევთ ნაჭრებად დაჭრილი საზამთროს შეძენას - ისინი შესაძლოა იაფი ღირდეს, მაგრამ მავნე ბაქტერიებით სწრაფად ბინძურდება!

აქვე გაეცანით:

კარგი საზამთროს არჩევა - 5 პრაქტიკული რჩევა

რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთროთი მოწამვლა ავირიდოთ თავიდან?

რას შეიცავს საზამთრო?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტომატპასტა კაცის ჯანმრთელობისთვის!

ტომატპასტა მამაკაცის
ჯანმრთელობისთვის

სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი...

სიჩუმეში ყოფნა
ჯანმრთელობა

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია -...

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე...

Chlorophytum

გაღვივებული ხორბალი - სასარგებლო თვ...

გაღვივებული ხორბალი