სილამაზე/ჯანმრთელობა

რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთროთი მოწამვლა ავირიდოთ თავიდან?

fun time

16:01 შაბ. 31 აგვისტო, 2024 წელი

საზამთროთი მოწამვლა
როგორ ავირიდოთ

14
დაკოპირებულია

საზამთრო ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ჯანმრთელობაზე მრავალმხრივ დადებით გავლენას ახდენს.

საზამთროს 92% წყალია, რაც განაპირობებს აქტიურ ჰიდრაციას, დიდი ოდენობით შეიცავს - C, A, B1, B5-სა B6 ვიტამინებს. ასევე მინერალებს - პოტასიუმსა და მაგნეზიუმს, ლიცოპენის შემცველობის გამო ამცირებს კიბოს წარმოქმნის ალბათობას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. საზამთროს შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავა ციტრულინი ამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას კუნთების არეში, აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას და აჩქარებს მეტაბოლიზმს და ა.შ.

მოწამვლის სიმპტომები

ამდენი სასარგებლო თვისების მიუხედავად, საზამთრო შეიძლება პრობლემების მიზეზი გახდეს, თუ კულტივირების, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს მის შიგნით ან ზედაპირზე მავნე ნივთიერებები მოხვდა.

საზამთროთი მოწამვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სალმონელა და სხვა პათოგენური მიკროორგანიზმებია, რომლებმაც შეიძლება საზამთროში შეაღწიონ და გამოიწვიონ დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ცხელება და თავის ტკივილი. ეს სიმპტომები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება და, ზოგჯერ სახიფათო გაუწყლოვნებას იწვევს. ეს განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.

კიდევ ერთი პრობლემა ნიტრატებია, რომლებსაც ფერმერები მოსავლის გაზრდის მიზნით, სასუქად იყენებენ. ჭარბი ნიტრატები ადამიანის ორგანიზმში შეიძლება ნიტრიტებად გარდაიქმნას, რომლებიც ჰემოგლობინთან ურთიერთქმედებენ და მეტემოგლობინს წარმოქმნიან. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი, გულისრევა, ღებინება, სისუსტე და კრუნჩხვები. მიუხედავად იმისა, რომ ნიტრატით სერიოზული მოწამვლა იშვიათია, ის შეიძლება საშიში იყოს ჩვილებისა და ორსული ქალებისთვის.

***

როგორ ავირიდოთ თავიდან საზამთროთი მოწამვლა?

ამისთვის გირჩევთ, შემდეგი რეკომენდაციები დაიცვათ:

1. შეიძინეთ საზამთრო მხოლოდ მაღაზიებში ან ბაზრებზე, სანდო გამყიდველებისგან და არა გზატკეცილზე, სადაც ხილი მიწაზე ან სატვირთო მანქანაში დევს.

2. ეცადეთ, რომ ძალიან დიდი საზამთრო არ შეიძინოთ - მასში ნიტრატების შემცველობა ბევრად მაღალია. საშუალო და პატარა ზომის საზამთროები ამ თვალსაზრისით შედარებით უვნებელია.

3. აირჩიეთ მხოლოდ მთლიანი საზამთრო, კანის დაზიანების გარეშე.

4. ნუ გააჭრევინებთ გამყიდველს საზამთროს და ნუ გაუსინჯავთ ქუჩაში გაჭრილ საზამთროს გემოს.

5. არ გაჭრათ გაურეცხავი საზამთრო - ის მიწის ზედაპირზე იზრდება, ნიადაგთან შეხების გამო კი მის ზედაპირზე ბევრი მიკროორგანიზმი სახლობს, რაც ასევე საშიშია ჯანმრთელობისთვის. უმჯობესია, თუ საზამთროს გამდინარე წყალში, საპნით და ღრუბლით გარეცხავთ.

6. არ დაჭრათ საზამთრო დაფაზე, რომელსაც უმი ხორცის დასაჭრელად იყენებთ.

მოწამვლის დროს რა მივიღოთ?

თუ ეჭვი გაქვთ საზამთროს მოწამვლაზე, სიმპტომების შემსუბუქება ბევრი წყლის დალევით ან რეჰიდრატაციის ხსნარების გამოყენებით უნდა დაიწყოთ.

ისეთი სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა ცნობიერების ცვლილება, მაღალი სიცხე ან ხშირი ღებინება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მიუთითეთ, რომ საზამთრო მიირთვით, რათა ექიმმა სწორი მკურნალობა დაგინიშნოთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

კარგი საზამთროს არჩევა - 5 პრაქტიკული რჩევა

რას შეიცავს საზამთრო?

საზამთროს კურკების სასარგებლო თვისებები!

საზამთროს დიეტა - რა უნდა გაითვალისწინოთ ეფექტური შედეგისთვის?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები...

მწარე საკვები
ჯანმრთელობისთვის

რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღ...

რით არის ფსტა სასარგებლო

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი?

ჯანჯაფილის ფესვის არჩევა

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი...

კარაქი თუ მცენარეული ზეთი?

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე...

ფლამინგოს ტესტი