საზამთროს 5-დღიანი დიეტა - რა უნდა გაითვალისწინოთ ეფექტური შედეგისთვის?
12:00 კვი. 18 ივლისი, 2021 წელი
ამ დიეტით 5 დღეში ზედმეტ 6-7 კილოგრამს მოიცილებთ. გარდა იმისა, რომ ეს ხილი უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, 100 გრამი საზამთროს ენერგეტიკული ღირებულება მხოლოდ 30 კილოკალორიაა.
საზამთრო შეიცავს:
- B1, B2, PP, C ვიტამინებს;
- ფრუქტოზას;
- ფოლიუმის მჟავას, კაროტინს და უჯრედისს.
- აძლიერებს იმუნიტეტს.
გარდა იმისა, რომ საზამთრო გემრიელი, წვნიანი და სასარგებლო ხილია, ის შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა.
საზამთროს დიეტა, ისევე როგორც სხვა მონო-დიეტები, სასურველია, გაგრძელდეს არა უმეტეს 5 დღისა.
ეს დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმი საფუძვლიანად გაიწმინდოს შლაკებისგან, ზედმეტი წყლისგან და, ასევე, არასასურველი მარილებისგან.
გაითვალისწინეთ დიეტის დაწყებამდე: საზამთროს მონო-დიეტის შესრულება არ არის სასურველი, თუკი გაწუხებთ თირკმელში კენჭი, შაქრიანი დიაბეტი, შარდსასქესო და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები.
საზამთროს დიეტა:
✔️საუზმე: უშაქრო შვრიის ფაფა ცოტაოდენი ყველით;
✔️სადილი: 1 ნაჭერი მოხარშული თევზი (ან თინუსი წყალში - კონსერვი), მოხარშული საქონლის ხორცი ან მოხარშული ქათამი და ბოსტნეულის სალათი (რამდენიც გსურთ) - უცხიმოდ;
✔️ვახშამი: მხოლოდ საზამთრო.
მთელი დღის განმავლობაში, კვების შუალედებში, უნდა მიირთვათ საზამთრო წონასთან შეფარდებით - სხეულის მასის ყოველ ათ კილოგრამზე ერთი კილოგრამი საზამთროს რბილობი. მაგალითად, თუკი თქვენი წონა 70 კილოგრამია, დღის მანძილზე გადაანაწილეთ და მიირთვით 7 კილო საზამთრო. შეგიძლიათ, საზამთრო წვენის სახითაც მიიღოთ.
გაითვალისწინეთ დიეტის მეორე დღეს:
ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას: ზოგიერთ შემთხვევაში საზამთროს მონო-დიეტაზე ორგანიზმი მძიმედ რეაგირებს.
თუკი, მეორე დღეს თქვენ არ გრძნობთ მუცელში სიმძიმეს, მეტეორიზმს და ყველაფერი რიგზეა, თამამად შეგიძლიათ გააგრძელოთ დიეტა 5 დღის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ დიეტის დასრულების შემდეგ:
დიეტის დასრულების შემდეგ, სასურველია, 10 დღე გააგრძელოთ საზამთროს მიღება - ოღონდ, არა იმ რაოდენობით, როგორც დიეტის დროს და, რა თქმა უნდა, კვების ჩვეულ რეჟიმთან ერთად.
საზამთროს 5-დღიანი დიეტის გამეორება დასაშვებია ერთი თვის შემდეგ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან