სილამაზე/ჯანმრთელობა

დავლიოთ თუ არა კისელი?

fun time

17:13 სამ. 12 აგვისტო

კისელის სარგებლობა

14
დაკოპირებულია

კისელი ზოგისთვის სასარგებლო დესერტია, ზოგისთვის კი საბჭოთა სასადილოებიდან შემორჩენილი, საეჭვო შემადგენლობის პროდუქტი. მოდი გავარკვიოთ, რომელი შეესაბამება სიმართლეს...

კისელის სარგებლობა

1. კუჭ-ნაჭლავის დაცვა

კისელი იცავს კუჭის კედლებს, ქმნის დამცავ ფენას კუჭის კუჭის ლორწოვან გარსზე, რაც გასტრიტის და წყლულის რისკს ამცირებს.

2. ვიტამინების წყარო

ხილითა და კენკრით დამზადებული კისელი E და C ვიტამინებს, ასევე კალიუმს, მაგნიუმს, კალცს, ნატრიუმს, რკინას, ლეციტინს, ლიზინს, მეტიამინსა და სახამებელს შეიცავს. კისელში შეიძლება იყოს სხვა ელემენტებიც, რაც უკვე აღვნიშნეთ მასში შემავალ ინგრედიენტებსა და დანამატებზეა დამოკიდებული.

3. ენერგია

ნახშირწყლების წყალობით, კისელი სწრაფად აქრობს შიმშილის გრძნობას და გვეხმარება ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღდგენაში.

კისელის ზიანი

1. მაღალი გლიკემიური ინდექსი

მაღაზიაში ნაყიდი კისელი შეიცავს შაქარს და სახამებელს, რაც სისხლში გლუკოზის მკვეთრ მატებას იწვევს, ამიტომ დიაბეტიანები და ინსულინრეზისტენტული ადამიანები უნდა მოერიდონ.

2. ხელოვნური დანამატები

მაღაზიაში ნაყიდი კისელი ხშირად შეიცავს არომატიზატორებს და საღებავებს (განსაკუთრებით მკვეთრი ფერის კისელი) და კონსერვანტებს, რომლებმაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

3. კალორიულობა

კისელის კალორიულობა დამოკიდებულია მის შემადგენლობაზე. ხილის კისელი შაქრის გარეშე შეიცავს დაახლოებით 50–80 კკალ/100 გ.; რძის კისელი შაქრით — 120–150 კკალ-მდე.

4. ზოგ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის პრობლემები

ყაბზობისას კისელმა, სახამებლის გამო, შეიძლება პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს.

როგორ გავხადოთ კისელი სასარგებლო?

მოამზადეთ თავად — ახალი კენკრისგან, მინიმალური შაქრით.

სახამებლის ნაცვლად გამოიყენეთ სელის ფქვილი ან შვრიის ნახარში, რათა გლიკემიური ინდექსი შეამციროთ.

ამ გზით გემრიელ და უსაფრთხო სასმელს მიიღებთ.

***

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებელი სასმელი მთელი ოჯახისთვის

სახლის ლიმონათი პიტნით

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მწვანე ბარდა - შემადგენლობა და სასა...

მწვანე ბარდა

უსაფრთხოა თუ არა ცვილით დაფარული ვა...

უსაფრთხოა თუ არა ცვილით
დაფარული ვაშლი?

როგორ გავიგოთ, შეიცავს თუ არა საზამ...

საზამთროს შემოწმება

უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი?

უნდა გავთალოთ თუ არა
კიტრი?

ხახვი მკურნალი

ხახვი მკურნალი

5 დაავადება, რომლის დროსაც ბანანის...

ბანანის უკუჩვენება

მარილის რა დოზაა სასიკვდილო ადამიან...

მარილის რა დოზაა
სასიკვდილო
ადამიანისთვის?

ნიტრატები ბოსტნეულში - რომელი ნაწილ...

ნიტრატები ბოსტნეულში

ჟელატინის სამკურნალო თვისებები

ჟელატინის სამკურნალო
თვისებები