სილამაზე/ჯანმრთელობა

ხახვი მკურნალი

fun time

19:06 სამ. 29 ივლისი, 2025 წელი

ხახვი მკურნალი

14
დაკოპირებულია

ხახვი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი პროდუქტია ორგანიზმის დასაცავად. ის ებრძვის ანთებებს, აძლიერებს გულს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ასაკობრივ პროცესებსაც კი ანელებს!

თუ ხახვს ყოველდღიურ მენიუში ჩართავთ, ის დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან და ახალგაზრდობას გაგიხანგრძლივებთ.

ხახვის სასარგებლო თვისებები

1. ხახვი აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ვირუსებისგან

ხახვი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც ვირუსებსა და ბაქტერიებს ანადგურებს და
ნაწლავების მიკროფლორას აუმჯობესებს.
თუ ხახვს ყოველ დღე მიირთმევთ, ის დაგიცავთ ვირუსული ინფექციებისგან, გააძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმი ინფექციებს უკეთ გაუმკლავდება.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხახვის რეგულარული მოხმარება გაციების რისკს 30%-ით ამცირებს!

2. ხახვი სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის

ხახვი ამცირებს სისხლძარღვების ანთებას, რომელიც ინფარქტის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ხახვი შეიცავს კვერცეტინს, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ათხელებს სისხლს და თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს.

ხახვის ყოველდღიური მიღება ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს, აწესრიგებს წნევას, ამცირებს სისხლძარღვებზე დატვირთვას.

კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ხახვს, 15%-ით ნაკლებად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

3. ხახვი ანელებს დაბერებას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

ხახვი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც უჯრედებს დაშლისგან იცავს, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, რომელიც აჩქარებს დაბერებას და აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს, რაც კანს ელასტიკურს ხდის.

თუ ხახვს ყოველდღე მიირთმევთ, კანი გლუვი და სუფთა გახდება, ანთება შემცირდება და შეშუპება მოიკლებს. კანის ელასტიკურობა გაუმჯობესდება და ნაოჭები უფრო გვიან გაჩნდება.

კვლევები აჩვენებს, რომ ხახვში შემავალი ანტიოქსიდანტები უჯრედებს დაბერებისგან იცავს და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს.

4. ხახვი ამცირებს შაქრიანი დიაბეტის რისკს და წონის კონტროლში გვეხმარება

ხახვი შეიცავს ბუნებრივ ნაერთებს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებენ, აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას – ჰორმონის, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აკონტროლებს, ხელს უწყობს ცხიმის წვას, აჩქარებს მეტაბოლიზმს.

თუ ხახვს ყოველდღე მივირთმევთ, სისხლში შაქრის დონე სტაბილური დარჩება და დიაბეტის რისკი მოიკლებს, ნივთიერებათა ცვლა გაუმჯობესდება და ორგანიზმში ნაკლები ცხიმი დაგროვდება.

კვლევები ადასტურებს, რომ ხახვის რეგულარული მოხმარება მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს 20–25%-ით ამცირებს!

როგორ მივიღოთ ხახვი მაქსიმალური სარგებლისთვის?

საუკეთესო ვარიანტია – უმი ხახვი სალათებში ან სმუზებში.

ხახვი აუცილებლად ბასრი დანით დაჭერით, თანაც უმჯობესია დაჭრათ უშუალოდ გამოყენების წინ, რათა არომატი რომ არ დაკარგოს.

ხახვი წვნიანებსა და შემწვარ/ორთქლზე მომზადებულ კერძებშიც ინარჩუნებს ძირითად სასარგებლო თვისებებს.

თუ ხახვის მძაფრი გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ მწვანე კოქტეილებში დაამატოთ.

ყოველდღიური რეკომენდებული დოზაა 1 საშუალო ზომის ხახვი.

მნიშვნელოვანია: თუ მგრძნობიარე კუჭი გაქვთ, მცირე ულუფებით დაიწყეთ. სცადეთ – ყოველდღე მიირთვით ხახვი და უკვე 2–3 კვირაში შეამჩნევთ ცვლილებებს ჯანმრთელობასა და ზოგად მდგომარეობაში!

***

ანწლი და მისი ჯადოსნური სამკურნალო თვისებები

თუ გცხელათ, ხახვის წვენი მოამზადეთ

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი უფრო სასარგებლოა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი