მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული 5 მძიმე შედეგი!
13:41
ტექნოლოგიურმა განვითარებამ, დისტანციურმა მუშაობამ და ციფრულმა გართობამ ადამიანები ფიზიკური აქტივობის გარეშე დატოვა. შედეგად, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უმოძრაო ცხოვრების წესი, იგივე ჰიპოდინამია გახდა, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე გართულებებთან პირდაპირ კავშირშია. ამის გამო, საგრძნობლად გახშირდა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ხერხემლის პათოლოგიები.
ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ცდილობს მხოლოდ ის ფუნქციები შეინარჩუნოს, რომლებიც მუდმივად გამოიყენება.
ფიზიკური აქტივობის ნაკლებობისას ორგანიზმი სახსრების დაზოგვას იწყებს და იმ სისტემებს თიშავს, რომლებზეც მოთხოვნა აღარ არის, რაც სხეულში შებოჭვისა და მოუქნელობის შეგრძნებას იწვევს. ამის გამო, საგრძნობლად გახშირდა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ხერხემლის პათოლოგიები.
უმოძრაო ცხოვრების პირველი ნიშანი სახსრების გაუხეშებაა. ეს სახსრების ბუნებრივი საპოხის — სინოვიალური სითხის გამომუშავების შემცირების გამო ხდება. შედეგად, თავს იჩენს მტკივნეული შეგრძნებები და მობილობა უარესდება. ამის პარალელურად კუნთების ატროფია ვითარდება.
უმოძრაობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასუნთქ სისტემაზეც. ადამიანები, რომლებსა მჯდომარე ცხოვრების წესი აქვთ, ხშირად მცირე დატვირთვის დროსაც კი ქოშინს უჩივიან. დროთა განმავლობაში ქოშინი ჩვევად იქცევა, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
ორგანიზმის ჟანგბადით არასაკმარისი გაჯერება მუდმივი დაღლილობით და თავბრუდახვევით ვლინდება. ზარალდება არა მხოლოდ ზოგადი თვითშეგრძნება, არამედ გარეგნობაც და კანი ჯანსაღ ფერსა და ელასტიკურობას კარგავს.
ფიზიკური აქტივობის დონესთან ძილის ხარისხიც პირდაპირ კავშირშია. კვლევები ადასტურებს, რომ რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს, მაშინ როცა მისი არარსებობა უძილობასა და კვებითი ქცევის დარღვევას იწვევს, რაც შიმშილის ჰორმონის მომატებით არის გამოწვეული.
ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ყველაზე აშკარა ნიშანი კი ზედმეტი წონაა, რაც ორი ფაქტორით აიხსნება: გამოუყენებელი ენერგიის ჭარბი რაოდენობა, რომელიც ცხიმის მარაგებად იქცევა და მეტაბოლიზმის შენელება, თუმცა, სიტუაციის გამოსწორება ცხოვრებაში ზომიერი ფიზიკური დატვირთვის ჩართვით სრულიად შესაძლებელია.
თუ ე.წ. მჯდომარე პროფესიის წარმომადგენელი ხართ და დღის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან, სამუშაო მაგიდასთან ან საჭესთან ატარებთ, დღის განმავლობაში, სულ მცირე, 30-წუთიანი ზომიერი ფიზიკური აქტივობა და მჯდომარე რეჟიმის ხშირი შესვენებებით ჩანაცვლება დაგჭირდებათ.
***
5 ჩვევა, რომელიც მოწევაზე მავნეა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან