სილამაზე/ჯანმრთელობა

სწორი კვება სისხლის ჯგუფის მიხედვით

fun time

14:00 ოთხ. 16 ივნისი, 2021 წელი

სწორი კვება სისხლის
ჯგუფის მიხედვით

14
დაკოპირებულია

ნატუროპათ პიტერ დ'ადამოს (Dr. Peter J. D’Adamo) მტკიცებით, ჩვენ მიერ მიღებული საკვები ქიმიურ რეაქციაში შედის ჩვენი სისხლის ტიპთან. შესაბამისად, თუ ჩვენი სისხლის ჯგუფის მიხედვით ვიკვებებით, ორგანიზმი მიღებულ საკვებს მარტივად გადაამუშავებს, წონაში კლებაც ადვილი იქნება, გაცილებით ენერგიულები ვიქნებით და არაერთი დაავადების პრევენციასაც შევძლებთ. 

 

I ჯგუფი (ამ კატეგორიას დედამიწის მოსახლეობის 33.5% მიეკუთვნება)

რაციონში უნდა იყოს:

  • წითელი ხორცი;
  • ბროკოლი;
  • ფოთლოვანი ბოსტნეული;
  • თევზის ცხიმიანი სახეობები;
  • მცენარეული ზეთებიდან სასურველია ზეითუნის ზეთი;
  • თხილი;
  • ზღვის კომბოსტო;
  • შავი ქლიავი, რომელიც ორგანიზმს მიკროელემენტებს აწვდის და საჭმლის მონელებაში ეხმარება ცილებით მდიდარი რაციონის გათვალისწინებით.

სასურველია, რაციონში არ შეიტანოთ:

  • გლუტენის შემცველობის პროდუქტები (ხორბალი, შვრია);
  • რძის პროდუქტები, განსაკუთრებით ცხიმიანი;
  • სიმინდი;
  • ოსპი;
  • ნებისმიერი სახის კომბოსტო, მათ შორის - ბრიუსელისა და ყვავილოვანი. ეს პროდუქტები სისხლის პირველი ჯგუფის მქონე ადამიანებს წონაში ადვილად ამატებინებს და მეტაბოლიზმს ანელებს.
  • ასევე, რეკომენდებულია ისეთი საკვებისგან თავის შეკავება, რომელიც ორგანიზმში დუღილს იწვევს (ვაშლი).

II ჯგუფი (ამ კატეგორიას დედამიწის მოსახლეობის 37.8% მიეკუთვნება)


რაციონში უნდა იყოს:

  • ბოსტნეული;
  • მცენარეული ზეთები;
  • ბურღულეული (ზომიერად გლუტენის შემცველი);
  • ხილი – ანანასი, გარგარი, გრეიპფრუტი, ლეღვი, ლიმონი, ქლიავი განსაკუთრებით კარგია;
  • თევზი და ზღვის პროდუქტები.

სასურველია, რაციონში არ შეიტანოთ:

  • წითელი ხორცი, რომელიც აჩერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ცუდად აითვისება ორგანიზმის მიერ;
  • ხორბლისგან დამზადებული კერძები;
  • ლობიო;
  • ბადრიჯანი;
  • კარტოფილი;
  • სოკო;
  • პომიდორი;
  • ზეთისხილი;
  • ხილიდან არ არის რეკომენდებული ფორთოხალი, ბანანი, მანგო, ქოქოსი, მანდარინი, ნესვი და პაპაია.

III ჯგუფი (ამ კატეგორიას დედამიწის მოსახლეობის 20% მიეკუთვნება)

რაციონში უნდა იყოს:

  • ხორცი და თევზი;
  • კვერცხი;
  • რძის პროდუქტები;
  • ბურღულეული (წიწიბურასა და ხორბლის გამოკლებით);
  • ბოსტნეული (პომიდვრის, სიმინდის გამოკლებით);
  • ხილის დიდი არჩევანი.

სასურველია, რაციონში არ შეიტანოთ:

  • ღორისა და ქათმის ხორცი;
  • ზღვის პროდუქტები;
  • ზეთისხილი;
  • სიმინდი და ოსპი;
  • თხილეული;
  • ალკოჰოლი.

IV ჯგუფი


რაციონში უნდა იყოს:

  • სოიოს პროდუქტები, განსაკუთრებით ტოფუ;
  • თევზი და ხიზილალა;
  • რძის პროდუქტები;
  • მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული;
  • ბრინჯი;
  • კენკრა;
  • წითელი, მშრალი ღვინო.

სასურველია, რაციონში არ შეიტანოთ:

  • წითელი ხორცი;
  • ნებისმიერი ტიპის ლობიო;
  • წიწიბურა;
  • სიმინდი და ხორბალი;
  • ფორთოხალი; ბანანი; ბროწეული, ქოქოსი, მანგო, ხურმა;
  • სოკო;
  • თხილეული.

***

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული 5 მძიმე შედეგი!

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

თვალის სავარჯიშო - მხოლოდ 2 წუთი დაგჭირდებათ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა