სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში — 6 მიზეზი და 11 გამოსავალი

fun time

14:00

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

14
დაკოპირებულია

მუცლის ცხიმი (განსაკუთრებით ვისცერული) მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტი როდია. ეს არის რბილი ქსოვილი, რომელიც მუდმივად სტრესის ჰორმონებსა და ანთებით მარკერებს გამოყოფს, რაც თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლას აფერხებს. თუ წელის გარშემოწერილობის შემცირებას ვერ ახერხებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მიზეზის ნაცვლად, შედეგს ებრძვით.

მუცლისწინსაფრის შექმნის 6 ძირითადი მიზეზი

კორტიზოლის დისბალანსი

ქრონიკული სტრესის დროს თირკმელზედა ჯირკვალი ჭარბად გამოყოფს კორტიზოლს, რომელიც ცხიმს სწორედ წელის არეში აგროვებს.

ინსულინრეზისტენტობა

ხშირი წახემსება და მარტივი ნახშირწყლები ინსულინის დონეს მუდმივად მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს. ინსულინი კი ცხიმის დაგროვების მთავარი ჰორმონია.

ძილის უკმარისობა

არასათანადო დასვენება ამცირებს დანაყრების ჰორმონის (ლეპტინი) და ზრდის შიმშილის ჰორმონის (გრელინი) დონეს.

ნაღვლის შეგუბება

როდესაც ღვიძლი გადატვირთულია და ნაღვლის დენადობა შენელებული, ორგანიზმს ცხიმების ეფექტურად დაშლა აღარ შეუძლია.

მიკროფლორის დარღვევა

ნაწლავთა დისბიოზი მუცლის შებერილობასა და ხშირ ანთებით პროცესებს იწვევს, რაც გარეგნულად მუცელს უფრო „გაბერილს“ აჩენს.

სქესობრივი ჰორმონების ნაკლებობა

40-45 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმში ესტროგენების კლება იწყება, რაც ცხიმის „მამაკაცურად“ ანუ მუცლის არეში გადანაწილებას განაპირობებს.

11 გამოსავალი

თუ გსურთ, რომ თქვენი წელის გარეშემოწერილობა სასურველ ზომას დაუბრუნდეს, ეს 11 რჩევა თქვენი ცხოვრების წესად უნდა აქციოთ:

საკვბის მიიღებებს შორის შუალედების დაცვა

კვებიდან კვებამდე წახემსების გარეშე სულ მცირე, 4 საათი მაინც უნდა გაძლოთ — ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ინსულინის დონე დაწიოთ.

ცილა თითოეულ ულუფაში

ცილა ხანგრძლივ დანაყრებას უზრუნველყოფს და ნივთიერებათა ცვლას ეხმარება.

უჯრედისიმენიუს საფუძველი

ეცადეთ თქვენი თეფშის ნახევარი ბოსტნეულით შეავსოთ: (სალათა, მწვანილები, ყაბაყი, კომბოსტო).

წყლის სმის რეჟიმი

გაღვიძებისთანავე ერთი ჭიქა თბილი წყალი დალიეთ, რათა საჭმლის მომნელებელი სისტემა „აამუშაოთ“.

ძილის მოწესრიგება

ეცადეთ, რომ 23:00 საათამდე დაიძინოთ — სწორედ ამ დროს გამომუშავდება სომატოტროპული ჰორმონი, რომელიც ცხიმების წვას უზრუნველყოფს.

ვარჯიშივაკუუმი

შეასრულეთ უზმოზე — ეს ვარჯიში მუცლის განივ კუნთს შიგნიდან ამაგრებს.

მაგნიუმის მიღება

მაგნიუმი კორტიზოლის დონეს ამცირებს, თუმცა მისი მიღების დოზები აუცილებლად ექიმთან უნდა შეათანხმოთ.

ფეხით სიარული

ვისცერალური ცხიმის დასაწვავად მშვიდი ტემპით 10 000 ნაბიჯის გადადგმა ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე სულის ამომხდელი ტემპით სირბილი.

უარი თქვით შაქარზე

ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტის ეტიკეტი და მენიუდან სიროფები და მალტოდექსტრინი სრულად ამოიღეთ.

მწარე პროდუქტები ნაღვლის სტიმულირებისთვის

სადილს რუკოლა, ბოლოკი ან ლიმონის წვენი დაუმატეთ — ეს ნაღვლის გამოყოფას ხელს შეუწყობს.

იზრუნეთ ტანდობაზე

ხშირად გამოწეული მუცელი მენჯის წინ გადახრის შედეგია. იზრუნეთ ზურგისა და დუნდული კუნთების გამაგრებაზე და საჭირო ვარჯიშები შეარჩიეთ.

დაბოლოს, მუცელზე დაგროვილი ცხიმი სასჯელი კი არა, თქვენი სხეულის ბიოქიმიური პროცესების შედეგია. დაიწყეთ დღის რეჟიმის მოწესრიგებითა და ხშირი წახემსებაზე უარის თქმით და ეს უმოკლეს დროში თვალსაჩინო შედეგს მოგცემთ.

***

მცენარეები და სანელებლები მუცლის ცხიმის დასაწვავად

ქალის მუცლის 5 ტიპი და მათი მოშორების მეთოდები

ამ 3 პროდუქტის ყოველდღიური მოხმარება ვისცერული ცხიმის შემცირებაში დაგეხმარებათ

კეფირის კოქტეილები ცხიმების დასაწვავად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი