სილამაზე/ჯანმრთელობა

ამ 3 პროდუქტის ყოველდღიური მოხმარება ვისცერული ცხიმის შემცირებაში დაგეხმარებათ

fun time

19:47 ორშ. 17 აპრილი, 2023 წელი

ვისცერული ცხიმი

14
დაკოპირებულია

მუცლის ცხიმი, იგივე შენაგანი ორგანოების ცხიმი ანუ ვისცერული ცხიმი შეიძლება გამხდარ და მოხდენილი აღნაგობის ადამიანსაც გაუჩნდეს. როცა საქმე წონის კლებას ეხება, ექიმები გვირჩევენ სხეულის მასის ინდექსის გარდა, მუცლის გარშემოწერილობაც გავითვალისწინოთ. ეს ის მაჩვენებელია, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს ენდოკრინულ მდგომარეობას.

ცნობისთვის, ქალებში წელის შემოწერილობა 90 სმ-ს, ხოლო მამაკაცებში 110 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. უფრო მაღალი მაჩვენებელი სასწრაფოდ დიეტის დაწყების საფუძველია.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანს ჭარბი წონა არ აწუხებს და მუცლის ფორმაც თითქმის წესრიგშია, მაგრამ არსებობს შინაგანი სიმსუქნე, რომლის შესახებ არაფერი იცის. ეს ვისცერული ცხიმია, რომელიც არა კანის ქვეშ, არამედ შინაგან ორგანოებზე გროვდება და ჯანმრთელობას ემუქრება. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც ორგანიზმში ჰორმონალურ ფონს არღვევენ. ეს კი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება.

როგორ გავიგოთ რა რაოდენობის ვისცერული ცხიმია ჩვენს სხეულში?

ამას მხოლოდ მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის შედეგად გაიგებთ. ვისცერული ცხიმის ნორმად მიჩნეულია ცხიმის მთლიანი მასის 10%.

როგორ შევამციროთ ვისცერული ცხიმის მოცულობა და ორგანოებზე ზეწოლა?

პირველი ნაბიჯი ნახშირწყლების შეზღუდვაა. ექსპერიმენტების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვისცერული ცხიმის დაგროვებას, ცხიმიან საკვებზე მეტად, ნახშირწყლებით მდიდარი ისეთი საკვები იწვევს, როგორიცაა ტორტები და კრემიანი ნამცხვრები. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ვისცერული ცხიმის მოსაშორებლად ჩვენს ორგანიზმს გარკვეული ცხიმები და ნახშირწყლები სჭირდება.

1. ავოკადო

ავოკადოში შემავალი მცენარეული და მონოუჯერი ცხიმები ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. თუ ყოველდღიურ რაციონში ერთ მწიფე ავოკადოს დაამატებთ, ჯანსაღ ცხიმებსაც მიიღებთ და ვისცერულ ცხიმსაც შეამცირებთ.

2. ჯანჯაფილი

ვისცერული ცხიმის შესამცირებლად ყოველდღიურად ჩაის ჯანჯაფილი უნდა დაუმატოთ. ის ჯინჯეროლს შეიცავს, რომელიც მუცლის შებერვისგან ათავისუფლებს, ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და წონის კლებაში გვეხმარება.

აქვე გაეცანით: როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი

3. მოცვი

ყოველდღიურად 200 გრ. მოცვის მიღება გლუკოზის უკეთ ათვისებას და, ცხიმის ნაცვლად, ენერგიის დაგროვებაში დაგეხმარებათ.

***

ქალის მუცლის 5 ტიპი და მათი მოშორების მეთოდები

მცენარეები და სანელებლები მუცლის ცხიმის დასაწვავად

სკრაბი ნაწლავებისთვის - თაფლის და სელის თესლის კოქტეილი

კეფირის კოქტეილები ცხიმების დასაწვავად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი