სილამაზე/ჯანმრთელობა

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გაუჯვა ზედა საცურაო კოსტიუმის გარეშე?

fun time

16:26

ტოპლეს გარუჯვა

14
დაკოპირებულია

სოციალური ქსელები სავსეა ფოტოებით, რომლებშიც ქალბატონები ტოპლეს რუჯით ტკბებიან. ეს ახალი ტრენდი კომპლექსებისგან გათავისუფლებისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

ამ სტატიიდან შეიტყობთ, თუ რა საფრთხის შემცველია ტოპლეს გარუჯვა და რა წესები უნდა დაიცვათ, თუ მაინც თანაბარი, მიმზიდველი რუჯის მიღებას ცდილობთ ბიუსტჰალტერის ზოლების გარეშე.

რატომ არის ტოპლეს გარუჯვა საშიში?

ტოპლეს რუჯი გულისხმობს მზის მიღებას ზედა საცურაო კოსტიუმის გარეშე. პირველი, ვინც პლაჟზე ტოპლეს გარუჯვა გააბედა, ბრიჯიტ ბარდო იყო.

დღეს ნუდისტურ თუ ჩვეულებრივ პლაჟზე გაშიშვლება უკვე ბევრს არ ერიდება, თუმცა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორ რისკს შეიცავს ეს გატაცება.

მამოლოგებს თუ დავუჯერებთ, მზის სხივების ქვეშ დიდხანს ყოფნა კანს ბუნებრივ ტენს ართმევს, აშრობს და აზიანებს. შედეგად, კანი ნაადრევად ბერდება და პიგმენტური ლაქები და ნაოჭები ჩნდება. ულტრაიისფერი სხივების ჭარბმა მიღებამ შესაძლოა, კეთილთვისებიანი წარმონაქმნების — კისტების, ფიბროადენომებისა და მასტოპათიის განვითარებას შეუწყოს ხელი.

ყველაზე მძიმე საფრთხე, რომელსაც ტოპლეს რუჯი ქმნის, ძუძუს კიბოს განვითარების რისკია. დაავადების სტატისტიკა სავალალოა — სიმსივნე დედამიწის ყოველ მეოცე ქალს აღენიშნება.

მკერდი ქალის სხეულის ყველაზე ფაქიზი ნაწილია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სამოსითაა დაფარული, მზის მწველ სხივებს კი სრულიად დაუცველი ხვდება. ამასთან, მკერდის კანის უჯრედები ნაკლებ მელანინს (მზისგან დამცავ პიგმენტს) გამომუშავებენ, თავად სარძევე ჯირკვლის კანი კი, განსაკუთრებით არეოლასა და დვრილების მიდამოში, ბევრად უფრო თხელი და მგრძნობიარეა.

მზის პირდაპირი სხივების ქვეშ დიდხანს ყოფნამ შესაძლოა დამწვრობა, დვრილების აქერცვლა და დაბზარვა გამოიწვიოს. ყველაზე მძიმე შედეგი კი ონკოლოგიაა, რომელიც განსაკუთრებით მათ ემუქრება, ვისაც უკვე მასტოპათია ან სხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნები აწუხებთ. გარდა ამისა, ულტრაიისფერი გამოსხივება ენდოკრინულ სისტემას ააქტიურებს, რამაც შეიძლება ჰორმონალური დისბალანსი გამოიწვიოს. თუ მკერდზე ხალები გაქვთ, არსებობს მათი მელანომად გარდაქმნის რისკი.

მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები, რომლებიც:

  • ებრძვიან ჭარბ წონას;
  • გადატანილი აქვთ სარძევე ჯირკვლის დაავადებები ან ოპერაცია მკერდზე;
  • დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით;
  • იღებენ ჰორმონალურ პრეპარატებს;
  • აქვთ ონკოლოგიის ოჯახური ანამნეზი (გენეტიკური წინასწარგანწყობა);
  • ეწევიან ან ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლს.

აღსანიშნავია, რომ ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა უმეტესად ყელის, ხელებისა და თავის არეში ვითარდება — სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებიც მზის ზემოქმედებას ყველაზე ხშირად განიცდიან.

ტოპლეს გარუჯვა ზრდის სხვადასხვა დაავადების წარმოქმნისა თუ უკვე არსებული პრობლემების გამწვავების რისკს. მათ შორის ყველაზე საშიშია:

  • კეთილთვისებიანი წარმონაქმნები: კისტები, ფიბროადენომები, მასტოპათია;
  • ავთვისებიანი წარმონაქმნები: ულტრაიისფერი სხივები დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტოპლეს რუჯსა და დაავადებების წარმოქმნას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი საბოლოოდ დადგენილი არ არის, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება ჰორმონების გამომუშავების ძლიერ სტიმულირებას ახდენს, რაც ორგანიზმში უარყოფით პროცესებს იწვევს.

უსაფრთხოდ როგორ გავირუჯოთ?

ტოპლეს რუჯის ირგვლივ არგუმენტები როგორც მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს საკმარისად აქვთ, თუმცა, თუ მკერდზე თანაბარი რუჯის მიღებას მაინც გადაწყვეტთ, აუცილებლად შემდეგი წესები გაითვალისწინეთ:

  1. დაიცავით დროის ინტერვალები: მზეზე ყოფნა უსაფრთხოა მხოლოდ დილის 11:00 საათამდე და საღამოს 16:00 საათის შემდეგ.
  2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები: წაისვით მაღალი SPF დაცვის მქონე მალამო სხეულზე და განსაკუთრებით მკერდის ზონაზე.
  3. დაიფარეთ მგრძნობიარე ადგილები: აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური დამცავი სტიკერები დვრილებისა და არეოლას ზონისთვის, ან დაიფარეთ ხალები.
  4. გააკონტროლეთ ხანგრძლივობა: დაიწყეთ მზის აბაზანები რამდენიმე წუთით და დრო ეტაპობრივად გაზარდეთ.
  5. შექმენით ჩრდილი: მოერიდეთ პირდაპირ მზის სხივებს — ქოლგის ქვეშ ან ჩრდილშიც კი კანი მშვენივრად ირუჯება, თანაც ბევრად უსაფრთხოდ.
  6. მიიღეთ სითხე და ატენიანეთ კანი: გარუჯვის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი ემულსია ან ლოსიონი და სვით საკმარისი რაოდენობის წყალი.

დაბოლოს, ულამაზესი, ოქროსფერი რუჯი ნამდვილად მიმზიდველად გამოiყურება, თუმცა ჯანმრთელობის დაზიანების ფასად მისი მიღება გამართლებული არ არის. სანამ ტოპლეს გარუჯვას გადაწყვეტთ, ყველა პოტენციური საფრთხე შეაფასეთ, ხოლო თუ რამე ეჭვი ან უსიამოვნო შეგრძნება გაგიჩნდათ, რჩევისთვის ექიმ-მამოლოგს მიმართეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი