სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დროს?!

fun time

15:03

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

14
დაკოპირებულია

ზაფხულში ბევრი ჩვენგანი ცდილობს მეტი დრო გაატაროს მზეზე, რომ ლამაზი რუჯი მიიღოს და D ვიტამინის მარაგი შეივსოს, თუმცა, თუ სიფრთხილეს არ დავიცავთ, შეიძლება ლამაზი რუჯის ნაცვლად, მზის დამწვრობა მივიღოთ. ჩვენ გიამბობთ იმაზე, თუ რა არის მზის დამწვრობა, როგორ დავიცვათ თავი და როგორ დავეხმაროთ სხვას.

რა არის მზის დამწვრობა და რატომ არის ის საშიში:

მზის სხივების ზემოქმედებით ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ პიგმენტს — მელანინს. რაც უფრო მუქია კანი, მით მეტია მასში ეს პიგმენტი და დამწვრობის რისკიც ნაკლებია, მაგრამ, როდესაც მზე ძალიან აჭერს, ორგანიზმი საკმარისი მელანინის გამომუშავებას ვერ ასწრებს. ამ დროს ულტრაიისფერი სხივები კანის უჯრედებს აზიანებს და მზის დამწვრობა ჩნდება.

მზის დამწვრობის შედეგები შეიძლება მოკლევადიანი ან გრძელვადიანი იყოს:

მოკლევადიანი შედეგები პირველივე საათებში ან დღეებში იჩენს თავს — ეს არის კანის გაწითლება, შეშუპება და ტკივილი. თუ დამწვრობის ფართობი დიდია, შესაძლოა თირკმელებისა და გულის მუშაობასაც კი სირთულეები შეექმნას.

გრძელვადიანი შედეგები შეიძლება წლების შემდეგ გამოვლინდეს. მათ შორისაა: კანის კიბოს განვითარება, ხალებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენა, მხედველობის გაუარესება, კანის ელასტიკურობისა და საერთო ხარისხის გაუარესება.

რა ხდება მზით დამწვრობის დროს:

როდესაც კანზე მდუღარე წყალი გადაგესხმებათ ან მზეზე იწვებით, ქსოვილები უძლიერეს თერმულ დარტყმას იღებენ. მაშინაც კი, როდესაც დამწვრობის წყაროს - მზეს ან მდუღარე წყალს შორდებით, პროცესი გრძელდება და კანი შიგნიდან ხურს. ამ დროს თქვენი მთავარი ამოცანაა შინაგანი გადახურება და უჯრედების დაშლა რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროთ.

აი, რა არ უნდა გააკეთოთ

არ წაისვათ დამწვრობაზე ზეთი, ვაზელინი ან ცხიმიანი კრემები.

არ გამოიყენოთ სპირტი, იოდი ანზელიონკა — ეს საშუალებები არსებულ თერმულ დამწვრობას ქიმიურ დამწვრობასაც დაამატებს. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან მტკივნეულია, სპირტი აშრობს კანს, რომელმაც დამწვრობის გამო ტენიანობა ისედაც დაკარგა, რაც აღდგენის პროცესს ანელებს.

არ დაიდოთ რძის პროდუქტები — მაწონი, არაჟანი, კარაქი, ცხიმიანი კრემები — ეს ყველაფერი ერთი პრინციპით მუშაობს. ისინი კანზე ქმნიან სქელ ფენას, რომელიც სიცხის გარეთ გამოსვლას ხელს უშლის. ამის გამო ქსოვილები უფრო ღრმად და ფართოდ ზიანდება და მსუბუქი გაწითლების ნაცვლად, შეიძლება ბუშტუკოვანი დამწვრობა მიიღოთ, რომლის მოშუშებასაც დიდი დრო სჭირდება. ამასთან, რძემჟავა გარემო იდეალურია ბაქტერიების გასამრავლებლად, ცხიმიანი ფენის ჩამობანა კი ისედაც ტრავმირებული კანისთვის დამატებითი ტკივილია.

არ დაიდოთ უმი კვერცხი, კარტოფილი ან მრავალძარღვას ფოთლები — ამ ხერხების სარგებელი დამტკიცებული არ არის.

არ დადოთ საყინულიდან გამოღებული ყინული — მკვეთრი სიცივე სისხლძარღვების სპაზმს იწვევს და შეუძლია კანი უფრო მეტად დააზიანოს.

როგორ უნდა იმოქმედოთ მზით დამწვრობისას:

  1. გააგრილეთ — სასწრაფოდ მიუშვირეთ დაზიანებული ადგილი გრილ (და არა ყინულიან!) გამდინარე წყალს 15–20 წუთით. შეგიძლიათ მიიღოთ გრილი შხაპი ან აბაზანა. ეს ნამდვილად ამცირებს დამწვრობის სიღრმეს. ფრთხილად შეიმშრალეთ კანი, არავითარ შემთხვევაში არ გაიხეხოთ.
  2. თუ კანზე ბუშტუკები გაჩნდა, სუფთა, მშრალი სახვევი დაგჭირდებათ. ბუშტუკების გახვრეტა არასასურველია, რომ ინფექცია არ შეიჭრას. თუ დამწვრობის ფართობი დიდია, ტკივილი არ იკლებს ან სიცხემ აგიწიათ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ. ასეთ დროს თვითმკურნალობა არ ღირს — შეიძლება ძვირფასი დრო დაკარგოთ.
  3. კანის აღდგენისთვის ალოეს მსუბუქი გელები — დექსპანთენოლის სპრეი და უცხიმო დამატენიანებელი საშუალებები გამოიყენეთ. არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა (კანს ტენიანობა შიგნიდანაც სჭირდება) და თავისუფალი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ტრავმირებულ ადგილს არ დააზიანებს.

პირველ 15–20 წუთში სწორად გადადგმული ნაბიჯები განსაზღვრავს, კანი რამდენიმე დღეში მორჩება თუ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება.

***

რა არის ლუდის რუჯი?

ებრაელმა მეცნიერებმა მზის სხივების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს

საკვები, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისგან გვიცავს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა