საკნატუნო ამბები

ებრაელმა მეცნიერებმა მზის სხივების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს

fun time

13:26 ხუთ. 2 სექტემბერი, 2021 წელი

მზის სხივების ახალი
ეფექტი

14
დაკოპირებულია

ებრაელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის ულტრაიისფერი შუქი სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს - სტატია ჟურნალ Cell Reports-ში გამოქვეყნდა.

დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ მზის სპექტრის ულტრაიისფერი ნაწილი მამაკაცებში ტესტოსტერონის დონეს ზრდის, თუმცა, მისი გავლენა ჰორმონალურ რეგულირებაზე გამოუკვლეველი რჩებოდა.

თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, თავდაპირველად, ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენა თაგვებზე შეისწავლეს. მღრღნელები ულტრაიისფერი B-ით დაასხივეს და აღმოაჩინეს, რომ დედალ თაგვებში ჰორმონალური დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საკვერცხეების ზრდა და შეწყვილების დროის გახანგრძლივება გამოიწვია. გარდა ამისა, დასხივებულ დედალ და მამალ თაგვებში შეწყვილების სურვილმა და მზადყოფნამ მკვეთრად იმატა.

მესამე ექსპერიმენტში, რომელიც უკვე ადამიანებზე ჩატარდა, 32 მოხალისე მონაწილეობდა. კვლევამ დაადასტურა, რომ ულტრაიისფერი დასხივების შემდეგ, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში საპირისპირო სქესის მიმართ ლტოლვა გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებში სქესობრივი ლტოლვის გარდა, აგრესიის მატებაც გამოვლინდა.

მომდევნო ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს, მზის სხივებს ორი დღის განმავლობაში მორიდებოდნენ, შემდეგ კი 25 წუთის განმავლობაში მზის აბაზანა მიეღოთ. ამ ექსპერიმენტის შემდეგ სისხლის ანალიზმა ჰორმონების, კერძოდ კი ტესტოსტერონის ზრდა გამოავლინა.

კვლევამ დაადასტურა, რომ მზის ულტრაიისფერი შუქი და სექსუალური ლტოლვა ერთმანეთთან კავშირშია და ეს ფაქტორი შეიძლება სტეროიდული სქესობრივი ჰორმონების სამკურნალოდ გამოიყენონ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული