სილამაზე/ჯანმრთელობა

პროდუქტები, რომლებიც ფეხებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს

fun time

12:00 პარ. 20 აგვისტო, 2021 წელი

პროდუქტები, რომლებიც
ფეხებში სისხლის
მიმოქცევას აუმჯობესებს

14
დაკოპირებულია

ფეხების წვა, სიმძიმის შეგრძნება და დაბერილი ვენები - ეს რეალობა ბევრი ქალისთვის ნაცნობია და ძირითადი მიზეზი, როგორც ექიმები აღნიშნავენ, ცხოვრების უმოძრაო წესი და არასწორი კვებაა. პრობლემის გამოსწორება კი შესაძლებელია რეგულარული ვარჯიშითა და იმ პროდუქტების მიღებით, რომლებიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

თუკი ფიქრობთ, რომ მხოლოდ სუპერმარკეტში ნაყიდი წვენით თქვენი ორგანიზმი C ვიტამინით გამდიდრდება, ცდებით. რეგულარულად უნდა ჭამოთ ხილი, ხოლო წვენები მხოლოდ ახლად დაწურული უნდა მიირთვათ. ფორთოხალი, ლიმონი და პაპაია C ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს.

ჯინჯერი (კოჭა)

ეს ჯადოსნური მცენარე დიდი ხანია, გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში. ჯინჯერი აუცილებლად დაამატეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში. ის ფეხების ტკივილის წამალს ვერ შეცვლის, თუმცა, წამალთან ერთად მისი მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჯინჯერი არის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. თუკი მას ცოცხლად მიიღებთ, მაქსიმალურ შედეგს მიაღწევთ. ჯინჯერი ვენებს და არტერიას უფრო ელასტიკურს ხდის.

გოგრის თესლი

გოგრის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რაც ორგანიზმის ქსოვილებს კვებავს. ასევე, გოგრის თესლი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფეხებში და ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს. ასე რომ, ხშირად მიირთვით.

ნიორი და 1 ჭიქა წყალი უზმოზე

ეს ძალიან სასარგებლოა. თუკი უზმოზე 1 კბილ ნორს შეჭამთ და ჭიქა წყალს დააყოლებთ, გაისუფთავებთ სისხლს და ვენების კედლებზე დაგროვილ ნალექებს. გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას ფეხებში და, ასევე, გულ-სისხლძარღვთა სისტემას. არ დაგავიწყდეთ, რომ ნიორი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!

საზამთრო

საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით ლიკოპენს, ანტიოქსიდანტს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას ორგანიზმში (ლიკოპენს პომიდორიც შეიცავს). საზამთროს, ასევე, აქვს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ორგანიზმში დაგროვილ ზედმეტ სითხეს გამოდევნის, რაც თრომბის წარმოქმნის რისკს ამცირებს და ვენების მდგომარეობას აუმჯობესებს.

კურკუმა

ამ სანელებელს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. აყუჩებს ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში.

ფეხებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად რაციონიდან უნდა ამოიღოთ მარილი, მიირთვათ ბევრი წყალი და ყოველდღიურად ზომიერად ივარჯიშოთ. ეს მცირედი ძალისხმევა აუცილებლად გაგიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს.
დაიწყებთ დღეიდან?

🔰🔰🔰:

ფეხების 9 პრობლემა, რომელიც სერიოზულ დაავადებებზე მიანიშნებს

გაყინული ფეხები - როგორ დავაღწიოთ თავი პრობლემას?

შეიძლება თუ არა ბრტყელტერფიანობა სერიოზული დაავადებების მიზეზი გახდეს?!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა