სილამაზე/ჯანმრთელობა

შეიძლება თუ არა ბრტყელტერფიანობა სერიოზული დაავადებების მიზეზი გახდეს?!

fun time

14:00 ოთხ. 3 თებერვალი, 2021 წელი

ბრტყელი ტერფი - მკურნალობა
და პროფილაქტიკა

14
დაკოპირებულია

ბრტყელტერფიანობა ტერფის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც მარტივი პრობლემა სულაც არ გახლავთ. რა იწვევს ბრტყელტერფიანობას, რა დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს და როგორია მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები?! ამის შესახებ ექიმი-ორთოპედი მანანა ბურჭულაძე საუბრობს.

რა არის ბრტყელტერფიანობა?

ეს არის ტერფის საკმაოდ გავრცელებული დეფორმაციაა, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტერფის განივი და იშვიათად სიგრძივი თაღების გადასწორება.
ბრტყელი ტერფი შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. რაც უფრო ნაკლებია ტერფის თაღის სიმაღლე, მით უფრო ბრტყელია ტერფი.

გამომწვევი მიზეზები

შეიძლება იყოს: თანდაყოლილი ან შეძენილი.
თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია მემკვიდრეობითი განწყობა - ამ დროს ადამიანი ტერფის მყესოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტით იბადება.
შეძენილი ბრტყელტერფიანობის გამომწვევი მიზეზებია:
რაქიტი - ამ დროს კუნთ-სახსროვანი აპარატის შესუსტებასთან ერთად, ტერფის ძვლოვანი ქსოვილის გარბილება ხდება, რაც, საერთო ჯამში, მის გაბრტყელებას იწვევს;
ნერვული სისტემის დაზიანება - ქვედა კიდურების რბილი ან სპასტიკური პარეზი;
პოლიომიელიტი - ამ დროს ბრტყელტერფიანობა ვითარდება იმ კუნთების დამბლის შედეგად, რომელთა მეშვეობით ხდება ტერფის ძვლების მდებარეობის შენარჩუნება;
ტერფის სხვადასხვა ხასიათის ტრავმა - მოტეხილობა, მყესების გაგლეჯვა და სხვა;
ტერფის გადატვირთვა - ჭარბი წონა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა, არაშესაფერისი ფეხსაცმლის ტარება და ა.შ.

ბრტყელტერფიანობა ზოგჯერ თან სდევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა:
ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა;
ბარძაყის ვალგუსური დეფორმაცია;
ტანდეგობის დარღვევა (ხერხემლის გამრუდება, განსაკუთრებით - კიფოზურ-ლორდოზული);
წვივის დიდი ძვლის შიგნით შებრუნება;
ნეიროორთოპედიული დაავადება და ა.შ.

სიმპტომები

ადვილად დაღლა;
ფეხებში სიმძიმის შეგრძნება;
კიდურების დაღლა და ტკივილი (ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება დღის ბოლოს);
წელის ტკივილი (იშვიათად);
ტერფის გადასწორება-გაბრტყელება (ტერფის დაგრძელება, ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება, ქუსლის გარეთ მიქცევა);

რა პათოლოგიებს იწვევს ბრტყელტერფიანობა?


ბრტყელტერფიანობა ეს არის ვერაგი დაავადება, რომელიც უამრავი პათოლოგიის მიზეზი ხდება.

ტერფის განივი და გასწვრივი თაღების გაბრტყელებისას ხერხემალი და ქვედა კიდურთა სახსრები იძულებულნი ხდებიან, სიარულისას წარმოქმნილი რყევები თვითონვე დააკომპენსირონ. ეს მათ ბიოლოგიურ ფუნქციაში არ შედის, ამიტომ ისინი სწრაფად ზიანდებიან და აქედან გამომდინარე, ხშირად ყალიბდება:
ართროზი, ქვედა კიდურთა ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქვედა კიდურთა არაპროპორციული განვითარება, მუხლის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი და მენისკის ანთება, მუხლის სახსრის მოდუნება, კოქსართროზი, ოსტეოქონდროზი, ხერხემლის გამრუდება, მალათაშუა დისკების თიაქარი, რადიკულიტი და ა.შ.
ხშირია, საკუთრივ ტერფის დაავადებებიც: დიდი თითის ვალგუსური დეფორმაცია, ტერფის თითების გამრუდება, კოჟრები. გარდა ამისა, ბრტყელტერფიანობა ხელს უწყობს - ფეხის თითებზე ფრჩხილის ჩაბრუნებას.

დიაგნოსტიკა

პირველ რიგში, საჭიროა ტერფის საფუძვლიანი დათვალიერება (პაციენტის მდგომარე და მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნის დროს, წინიდან, გვერდიდან და უკნიდან).
გარდა ამისა, რეკომენდებულია პლანტოგრაფიული გამოკვლევის, კომპიუტერული კვლევისა და ტერფის რენტგენოგრაფიის ჩატარება.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბრტყელტერფიანობის ადრეულ (სკოლამდელ და სასკოლო) ასაკში გამოვლენას, რადგან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უფრო ეფექტურია.


მკურნალობა

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს:
მედიკამენტოზურ თერაპიას;
აპარატულ ფიზიოთერაპიას;
ბალნეოთერაპიას;
სამკურნალო ფიზკულტურას;
სუპინატორიანი ფეხსაცმლის ტარებას - ეს ხელოვნურად უწყობს ხელს ტერფის თაღის ამაღლებას;
ცურვას;
ტერფების მასაჟს;
განსაკუთრებულ შემთხვევებში (თუ კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა) შესაძლოა, საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობა.

პროფილაქტიკა

თავი აარიდეთ ვიწრო და მეტისმეტად მოჭერილი ფეხსაცმლის ტარებას;
ერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას და ქვედა კიდურები ხშირად დაასვენეთ;
რეგულარულად ავარჯიშეთ ტერფები;
მიიღეთ ტერფის კუნთებისა და მყესების მოსამაგრებელი აბაზანები;
რეგულარულად იკეთეთ ტერფის მასაჟი;
ატარეთ სუპინატორიანი ფეხსაცმელი (თუნდაც ბრტყელტერფიანი არ იყოთ).


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა