სილამაზე/ჯანმრთელობა

ფეხების 9 პრობლემა, რომელიც სერიოზულ დაავადებებზე მიანიშნებს

fun time

17:00 კვი. 3 იანვარი, 2021 წელი

რაზე მიანიშნებს ფეხების
შეშუპება

14
დაკოპირებულია

ადამიანის სხეულის ნაწილები ყოველთვის იძლევიან მინიშნებებს, როცა „უჭირთ“. მთავარია, ყური ვუგდოთ საკუთარ ორგანიზმს და დროულად მივიდეთ ექიმამდე. აი, მაგალითად, ამ დროს👇...

 

თირკმელების პრობლემა
სიმპტომები: ფეხების შეშუპება; მოვლითი ტკივილი.

თუკი თირკმელები ცუდად გიმუშავებთ, ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან რთულად გამოედინება, რაც იწვევს ფეხების შეშუპებას. თირკმელების პრობლემაზე მიანიშნებს, ასევე, თვალების გარშემო შეშუპება.

ვენური უკმარისობა
სიმპტომები: შეშუპება, ტკივილი, პიგმენტაცია.

ვენური უკმარისობის დროს სისხლს გულის მიმართულებით მოძრაობა უჭირს. ამგვარი რამ ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ვენური სარქვლები დაზიანებული ან შესუსტებულია. შედეგად ხდება ფეხების შეშუპება, ჩნდება პიგმენტური ლაქები და სიმძიმის შეგრძნება.

გულის უკმარისობა
სიმპტომები:
შეშუპება, ტკივილი.

მოცემულ სიტუაციაში ერთი ან ორი გულის კამერა კარგავს სისხლის ეფექტურად გადაქაჩვის ფუნქციას, რის გამოც სითხე ქვედა კიდურებში გროვდება. ფეხები შუპდება და ამასთანავე, წარმოუდგენელი სიმძიმის შეგრძნება გეუფლებათ.

თრომბოზი
სიმპტომები: ფეხების შეშუპება, მაღალი ტემპერატურა ფეხებში, კანის ფერის შეცვლა, ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება.

ერთი ან ორივე ფეხის შეშუპება თრომბოზსა და ვენების პრობლემაზე მიანიშნებს. ეს საკმაოდ საშიშია და თუკი მასზე ეჭვი გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ღვიძლის პრობლემები
სიმპტომები: შეშუპება, სისხლძარღვების გაჩენა ფეხებზე, დაღლილობა.

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების ადრეულ სტადიაში გამოვლენა შესაძლებელია, თუკი ეს ორგანო არასწორად მუშაობს, კიდურები იწყებს შეშუპებას და სისხლძარღვების პატარა კერები ჩნდება.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
სიმპტომები:
შეშუპება, კრუნჩხვები, სიცივის შეგრძნება.

ფეხების მიხედვით შეგიძლიათ, დაადგინოთ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა. განსაკუთრებით კარგად ჩანს ფეხებზე ჰიპოთირეოზის სიმპტომები.

ათეროსკლეროზი
სიმპტომები: კანის ფერის გაფითრება, ტკივილი, კუნთოვანი მასის მოდუნება.

ათეროსკლეროზის დროს ფეხებს არასაკმარისად მიეწოდება სისხლი, რის გამოც ფერს იცვლის, ფითრდება და იწყებს ტკივილს. ათეროსკლეროზის სიმპტომებს ადამიანები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ეს დაავადება სერიოზულ გართულებებს იწვევს.

დიაბეტი
სიმპტომები: ტრავმები რთულად ხორცდება, ფეხებში ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება.



დიაბეტის დროს ყველაზე მცირე ტრავმებიც კი სერიოზულ პრობლემებს იწვევს, ამიტომ, როგორც კი ფეხებში დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნებები გექნებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ამ დროს ფეხებში ნერვები დაზიანებულია, ამიტომ ადამიანები გაძლიერებულ ტკივილს ვერ გრძნობენ და ვერც იმას ამჩნევენ, რომ, მაგალითად, ფეხზე მცირე ზომის სილურჯე წყლულად გადაიქცევა.

ორსულობა
სიმპტომები: შეშუპება, სისუსტე, კრუნჩხვები.

რა თქმა უნდა, ორსულობა ავადმყოფობა არ არის, მაგრამ ფეხების მდგომარეობის ცვლილება ადრეულ სტადიაზევე იგრძნობა. კიდურები იწყებს შეშუპებას, ჩნდება დაღლილობის შეგრძნება, რასაც ზოგჯერ კრუნჩხვაც ახლავს. ხშირად ეს სიმპტომები ჩნდება მანამდეც, სანამ ორსულობა სამედიცინო გზით დადგინდება.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა