გაყინული ფეხები - როგორ დავაღწიოთ თავი პრობლემას?
16:00 ოთხ. 3 მარტი, 2021 წელი
ფეხებში სიცივის შეგრძნება, თანაც მუდმივად, მუდმივად არა მარტო დისკომფორტს იწვევს, არამედ სხეულის მუშაობაში სერიოზულ დარღვევებზეც მიანიშნებს.
„ყინულის ფეხების“ შესაძლო მიზეზები
თუ ფეხების გაყინვა დიდი ხანია, დისკომფორტს გიქმნით, დროა, სერიოზულად დაფიქრდეთ მიზეზზე, რომელმაც შედეგი გამოიწვია. სავარაუდოდ, პრობლემა სისხლის მიწოდების დარღვევაში მდგომარეობს, რაც თავის მხრივ, შეიძლება სხვა დაავადების თანმხლები სიმპტომი იყოს. მაგალითად:
ვეგეტატიური დისფუნქცია ან ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტონია, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნაწილების მუშაობას შორის დისბალანსი. ამის შედეგად, ადრენალინის გამოყოფის დროს სისხლძარღვების სანათური სპაზმურად ვიწროვდება და კიდურები ცივდება.
რკინადეფიციტური ანემია, რომლის დროსაც სისხლის ნაკადის ინტენსივობა მნიშვნელოვნად მცირდება.
ვარიკოზული ვენების გაგანიერება. სისხლძარღვების დაავადებების დროს, სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რაც კიდურების გაცივებას იწვევს.
ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა) და შაქრიანი დიაბეტი.
ინსულტი, ინფარქტი და მათთვის დამახასიათებელი ნერვული იმპულსების გამავლობის დარღვევა.
არასტაბილური არტერიული წნევა - წნევის მომატებამ ან დაკლებამ შეიძლება სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს.
სისხლძარღვების სპაზმი და კიდურების სიცივე ასევე შეიძლება ჰელმინთებმა და სხვა პარაზიტებმა გამოიწვიონ სისხლში ტოქსინების შეღწევის გამო.
ალერგია, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობაში დიათეზი ჰქონდათ, „გაყინული ფეხები“ სხვებზე ხშირად აწუხებთ.
კანდიდოზი - სხეულში სოკოს ჭარბი რაოდენობა ხელს უწყობს ფეხებში სიცივის შეგრძნებას.
ზოგიერთი პრეპარატი, რომლის ერთ-ერთი მოქმედება პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმია.
მოწევა, ალკოჰოლიზმი.
„ყინულის ფეხები“ - როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას?
სიმპტომის გამომწვევ ძირითად დაავადებასთან ბრძოლის გარდა, არსებობს უამრავი სხვა საშუალება, რომელიც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ:
რეგულარული ფიზიკური დატვირთვა - სიარული, ველოსიპედის ტარება, ცეკვა, ტანვარჯიში;
უარის თქმა სიგარეტის მოწევაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და ზედმეტ ჭამაზე.
სტრესისა და დეპრესიული პირობების შემცირება.
მასაჟი, სპირტის, არყის ან ვაშლის ძმრის კომპრესი.
კონტრასტული მარილიანი აბაზანები.
დაბალანსებული კვება და პროდუქტები, რომლებიც სისხლძარღვების გაფართოებას და სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას ეხმარებიან: წითელი და შავი წიწაკა, ჯანჯაფილი, ციტრუსები, ასკილი, კივი, მოცვი, გაღვივებული ხორბალი, ნიორი, კაკალი და წყალი (2 ლიტრი დღეში).
გარდერობი მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს სეზონს.
გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები და ეცადეთ, დროულად მიხვიდეთ ექიმთან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან