სილამაზე/ჯანმრთელობა

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი უფრო სასარგებლოა

fun time

18:00 შაბ. 15 მარტი, 2025 წელი

კარაქი თუ მცენარეული ზეთი?

14
დაკოპირებულია

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სამი გრძელვადიანი კვლევის ფარგლებში 221 054 ადამიანის ჯანმრთელობისა და კვების ინფორმაცია შეისწავლეს. 

ახალი კვლევის მიხედვით, კარაქის ნაცვლად მცენარეული ზეთის მოხმარებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოს. 30 წლიანმა კვლევამ, რომლის შედეგები JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნდა, დაადასტურა, რომ სხვადასხვა ტიპის ცხიმი ჯანმრთელობაზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს.

კვლევის მონაწილეები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ანკეტებს ავსებდნენ და ანალიზებს აბარებდნენ.

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ბევრ კარაქს მოიხმარენ, ნაადრევი სიკვდილის რისკი 15%-ით მაღალი აქვთ. ამასთან, მცენარეული ზეთების (ზეთისხილის, სოიოს, კანოლას) გამოყენება სიკვდილიანობის რისკს 16%-ით ამცირებს.

იმავე კვლევის თანახმად, დღეში ყოველი 10 გრამი კარაქი კიბოთი სიკვდილის რისკს 12%-ით ზრდის, მცენარეული ზეთის ყოველი 10 გრამი კი კიბოთი გარდაცვალების რისკს 11%-ით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს — 6%-ით ამცირებს.

ასეთი განსხვავების მიზეზი ისაა, რომ კარაქი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ ნაჯერ ცხიმებსს შეიცავს, რომელიც „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ზრდის, მცენარეული ზეთები კი უჯერი ცხიმებითაა მდიდარი.

კვლევის ავტორის, ჰარვარდელი მეცნიერის იუი ჯანის თქმით, კვლევის შედეგების თანახმად, კვების მენიუს სულ მცირე კორექციაც კი შეუძლია ნაადრევი სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად შეამციროს.

ესეც დაგაინტერესებთ:

როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი - რა უნდა ამოვიკითხოთ ეტიკეტზე?

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები და მავნებლობა: მითები და რეალობა

შემწვარი კარტოფილი სასარგებლოა!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი