შემწვარი კარტოფილი იმაზე ჯანსაღი და სასარგებლოა, ვიდრე გგონიათ!
16:34 ხუთ. 23 იანვარი
ეს გემრიელი კერძი „არაჯანსაღი საკვების“ სიაშია დიდი ხნის წინ მოხვდა. მას აბრალებენ ყველაფერში წონის მომატებიდან დაწყებული, გულის, სისხლძარღვების და საჭმლის მონელების პრობლემებით დამთავრებული. სინამდვილეში, შემწვარი კარტოფილი ისეთი მავნებელი არაა, როგორც ამბობენ. პირიქით, შეიძლება ძალიან სასარგებლოც იყოს და ამის დასადასტურებლად ბევრი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს.
კარტოფილის სასარგებლო თვისებები
კარტოფილი ვიტამინების საბადოა
კარტოფილი უბრალოდ სახამებელი არ არის. ის საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიტამინებს C, PP, B6, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, ბრომს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. ეს ნივთიერებები კუნთებს და იმუნიტეტს აძლიერებენ და განწყობას აუმჯობესებენ.
კარტოფილის სახამებელი ქოლესტერინის დონეს ამცირებს ანუ ანტიათეროსკლეროზული მოქმედება გააჩნია. რა თქმა უნდა, თერმული დამუშავებისას ვიტამინების ნაწილი იკარგება, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი შენარჩუნებულია.
კარტოფილი რთული ნახშირწყლებია, რაც უზრუნველყოფს ენერგიას
კარტოფილი რთული ნახშირწყლებია, რომლებიც ნელ-ნელა შეიწოვება და ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნებას იწვევს.
თუ ვარჯიშობთ ან აქტიური ცხოვრების წესს ეწევით, შემწვარი კარტოფილი შეიძლება ენერგიის შესანიშნავი წყარო იყოს.
როგორ შევწვათ კარტოფილი სწორად?
შემწვარი კარტოფილი მხოლოდ გემრიელი კი არა, ჯანსაღიც რომ იყოს, ეს მარტივი რჩევები გაითვალისწინეთ:
სწორი ზეთი აირჩიეთ
ჩვეულებრივი, რაფინირებული მზესუმზირას ზეთი მშვენიერი არჩევანია. ის არ შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც შეწვის დროს კანცეროგენებად გარდაიქმნებიან.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რაფინირებული ზეითუნის ზეთიც გამოიყენოთ, მაგრამ ჯერ ერთი, ის ბევრად უფრო ძვირია და მეორე, რაფინირების პროცესი ყველა ზეთს დაახლოებით ერთნაირ პროდუქტად აქცევს, რომელსაც მნიშვნელოვანი კვებითი ღირებულება არ გააჩნია და მხოლოდ შესაწვავად გამოდგება.
რაფინირებული ზეთის გარდა, შეგიძლიათ კარტოფილის შესაწვავად კარაქი ან ერბო გამოიყენოთ.
კარგი არჩევანია რაფინირებული მცენარეული ზეთისა და მცირე რაოდენობით ცხოველური ცხიმის ნარევი, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელია.
გამოიყენეთ მინიმალური რაოდენობით ზეთი
შეგიძლიათ ტაფას უბრალოდ ზეთი წაუსვათ ან კარტოფილი ღუმელში გამოაცხოთ, რომ მიიღოთ ხრაშუნა კანი ზედმეტი ცხიმის გარეშე მიიღოთ.
მოერიდეთ კარტოფილის შეწვას მაღალ ტემპერატურაზე
ეს გლიკირების პროცესს იწვევს, რაც საბოლოოდ, აზიანებს გულს, სისხლძარღვებს, თირკმელებს, ტვინს და დაბერების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ითვლება. სწორედ ამიტომ, კარტოფილი ყოველთვის საშუალო ცეცხლზე შეწვით.
არ დაივიწყოთ სასარგებლო სანელებლების შესახებ
ხახვი, ნიორი, როზმარინი, კურკუმა ან პაპრიკა კარტოფილს არა მხოლოდ გემოს შემატებს, არამედ კერძის საკვებ ღირებულებას გაზრდის. მზა კერძს შეგიძლიათ ცოტაოდენი მწვანილიც დაუმატოთ.
როგორც ხედავთ, თუ გონივრულად მოამზადებთ, შემწვარი კარტოფილი შეიძლება ჯანსაღი მენიუს ნაწილი იყოს.
ესეც საინტერესოა:
ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი, რომელიც არ ასუქებს
რაში გამოგადგებათ კარტოფილის სახამებელი – 5 რჩევა ბებიებისგან
კარტოფილის სწორად შეწვის 6 ოქროს წესი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან