იცით თუ არა

რაში გამოგადგებათ კარტოფილის სახამებელი – 5 რჩევა ბებიებისგან

fun time

16:44 ოთხ. 20 ოქტომბერი, 2021 წელი

სახამებელი
საყოფაცხოვრებო საქმეებში

14
დაკოპირებულია

დღეს სახლის დალაგება-დასუფთავებისთვის საყოფაცხოვრებო ქიმიის ფართო არჩევანია, თუმცა ზოგჯერ ბებიების რჩევები გაცილებით იაფი და ეფექტიანია. ვნახოთ რაში იყენებდნენ ჩვენი ბებიები კარტოფილის სახამებელს, გემრიელი კისელის დამზადების გარდა?

ფანჯრების წმენდა

კარტოფილის სახამებლისგან დამზადებულ ხსნარი ძლიერ დაბინძურებულ მინასაც კი ფაქიზად წმენდს და აპრიალებს - და ეს ყველაფერი ყოველგვარი ქიმიის გარეშე ხდება.

ფანჯრების გასაწმენდი ხსნარის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი,
  • 1 ლიტრი თბილი წყალი

გახსენით სახამებელი წყალში და ამ ხსნარით მინები გაწმინდეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ცხიმის ლაქების ამოყვანა ხალიჩიდან და რბილი ავეჯიდან

ხალიჩაზე ცხიმის ლაქა ბევრი დიასახლისისთვის აქილევსის ქუსლია - ვიღაცას ცხიმიანი ხორცი დაუვარდა, ვიღაცას წვნიანი ან ზეთი დაექცა...

ცხიმის ლაქას კარტოფილის სახამებელი მოაფრქვიეთ და რამდენიმე წუთი ასე დატოვეთ. შემდეგ სახამებელი მტვერსასრუტით მოაცილეთ ხალიჩა სველი ტილოთი გაწმინდეთ.

იგივე ხერხი რბილი ავეჯის გაწმენდაშიც დაგეხმარებათ. აურიეთ 1 ჭიქა წყალი და 1 ს/კ სახამებელი, წაუსვით ცხიმის ლაქაზე და უბრალოდ გაწმინდეთ.

ტანსაცმლის წმენდა

სახამებელი ამას სპეციალურ სარეცხ საშუალებებზე უკეთ აკეთებს. ამისათვის პოლიეთილენის პარკში ჩადეთ გასაწმენდი ტანსაცმელი, დაუმატეთ 2 ჭიქა სახამებელი და პარკი რამდენჯერმე კარგად შეანჯღრიეთ, სანამ სახამებელი ქსოვილზე თანაბრად გადანაწილდება.

დატოვეთ პარკი მთელი ღამით. მეორე დღეს ტანსაცმელი სუფთა იქნება.

ადვილად დაუთოება

ეს ხერხი განსაკუთრებით იმ დიასახლისებს მოეწონებათ, რომლებსაც უთოობა არ უყვართ.

2 ჭიქა წყალი და 1 ჩ / კ სახამებელი აურიეთ და ტანსაცმელს დაუთოებამდე შეაფრქვიეთ. შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ.

უსიამოვნო სუნის გაქრობა

კარტოფილის სახამებელი ეფექტურად ებრძვის უსიამოვნო სუნს. თუ თქვენს ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი გაუჩნდა, ცოტაოდენი სახამებელი ჩააყარეთ და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ფეხსაცმელს სახამებელი მტვერსასრუტის საშუალებით მოაცილეთ. ეფექტი გასაოცარია!

🔰:

რატომ არის აუცილებელი ახალი ტანსაცმლის გარეცხვა?

კოღოს საწინააღმდეგო ხალხური მეთოდები

ამინდის პროგნოზი ბებიებისგან და მათი მეცნიერული ახსნა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?