კარტოფილი ფრი ღუმელში
18:00 შაბ. 25 მაისი
კარტოფილი ფრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია, რომელსაც არა მხოლოდ სწრაფი კვების დაწესებულებებში, არამედ მაღალი კლასის რესტორნებშიც ამზადებენ. ის განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ, თუმცა მშობლების უმეტესობა ამას არ იწონებს, რადგან დიდი რაოდენობით ზეთში შემწვარი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული კარტოფილი ფრის რეცეპტი საშუალებას მოგცემთ, კარტოფილი ზეთის გარეშე შეწვათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბევრად ჯანსაღი და სასარგებლოა. ასე მომზადებული კარტოფილი შეგიძლიათ შვილებს ყოველდღე მიართვათ.
კარტოფილი ფრის მომზადება
2-3 ცალი მოზრდილი კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ და წვრილ ზოლებად დაჭერით. ეცადეთ, კარტოფილის ნაჭრები თანაბარი სისქის იყოს, რომ თანაბრად შეიწვას.
დაჭრილ კარტოფილს ზედმეტი სისველე რომ მოაცილოთ, სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე ან პირსახოცზე გაშალეთ და ზემოდანაც ქაღალდის ხელსახოცით შეაშრეთ.
კარტოფილის მშრალი ნაჭრები ლანგარზე ერთ ფენად, ისე მოათავსეთ, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს და საყინულეში ერთი ან საათ-ნახევარი დატოვეთ.
საფანელი
უცხიმოდ შემწვარი კარტოფილი ფრის მთელი საიდუმლო საფანელია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ:
- ფქვილი - 3 სუფრის კოვზი;
- მარილი - გემოვნებით;
- სანელებლები - შავი და ცოტა ცხარე წითელი წიწაკა.
რაც შეეხება ფქვილს, შეგიძლიათ ხორბლის ნაცვლად, სიმინდის ფქვილი გამოიყენოთ, რადგან ამ შემთხვევაში კარტოფილი უფრო დაბრაწული და მადის აღმძვრელი ჩანს.
სხვათა შორის, საფანელი შეგიძლიათ პოლიეთილენის პაკეტში მოამზადოთ და სამზარეულო არ დაისვრება.
ჩართეთ ღუმელი და 2200C-მდე გააცხელეთ.
საცხობ ფირფიტაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ.
გაყინული კარტოფილის ნაჭრები საფანელიან პაკეტში ჩაყარეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რომ საფანელი კარტოფილის ყველა ნაჭერზე მოხვდეს. კარტოფილის ნაჭრები საცხობ ფირფიტაზე ერთ ფენად მოაწყვეთ, ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ. შემდეგ კი წინასწარ გახურებულ ღუმელში შედგით და 7-10 წთ. დატოვეთ.
დრო დამოკიდებულია თავად ღუმლის სიმძლავრესა და შესაძლებლობეზე.
ჯანსაღი კარტოფილი ფრი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
ესეც სცადეთ:
ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი, რომელიც არ ასუქებს
კარტოფილის სწორად შეწვის 6 ოქროს წესი
რაში გამოგადგებათ კარტოფილის სახამებელი – 5 რჩევა ბებიებისგან
სიახლეები ამავე კატეგორიიდან