ყველის წვნიანი ბარდით
13:22 შაბ. 4 სექტემბერი, 2021 წელი
თუ ტრადიციული წვნიანი კერძები მოგბეზრდათ, დააგემოვნეთ ეს სიახლე - ის ყველაზე გემრიელი წვნიანია, მთელ ოჯახს დაანაყრებს და, თანაც, არც ძვირი დაგიჯდებათ.
საჭირო ინგრედიენტები:
- მდნარი ყველი - 2 ბრიკეტი
- სტაფილო - 1 ცალი
- კარტოფილი - 3 ცალი
- ბარდა - 100 გრ
- ხახვი - 1 ცალი
- ლაფშა - 200 გრ
- მზესუმზირის ზეთი - 1.5 ს/კ
- სურნელოვანი პილპილი („დუშისტი პერეც“) – 3 მარცვალი
- დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
- წყალი - 2 ლ
- ოხრახუში - 20 გრ
- შავი პილპილი (დაფქული) - გემოვნებით
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ყველის ბრიკეტებს ფოლგა მოხსენით და საყინულეში შედეთ, რათა ისინი გამაგრდეს. დაჭერით კარტოფილი საშუალო ზომის კუბიკებად.
2. ჩაასხით ქვაბში 1 ლ წყალი და შემოდგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაყარეთ კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი პილპილი. დაუწიეთ ცეცხლს საშუალო დონეზე.
3. ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. სტაფილო გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
4. ხახვი და სტაფილო მცენარეულ ზეთში მოშუშეთ და კარტოფილიან ქვაბში დაამატეთ. 10 წუთის შემდეგ ჩაუმატეთ მწვანე ბარდა.
5. გამოიღეთ მდნარი ყველი საყინულიდან და წვრილ სახეხზე გახეხეთ. ჩაუშვით წვნიანში და ურიეთ ერთი წუთის განმავლობაში, სანამ არ გაიხსნება.
6. აუწიეთ ცეცხლს ბოლომდე, დაასხით კიდევ 1 ლ წყალი და ჩაყარეთ ლაფშა, მარილი და პილპილი გემოვნებით, და ხარშეთ კიდევ 2 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და 15 წუთი გააჩერეთ. შემდეგ დაასხით თეფშებზე და ზემოდან დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.
გემრიელად მიირთვით!
🔰:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან