ხმელი ბარდის წვნიანი შებოლილი ძეხვით - დაუვიწყარი გემო და არომატი
14:00 სამ. 13 ივლისი, 2021 წელი

შესანიშნავი, ნოყიერი კერძი ოჯახური სადილისთვის
ბარდის წვნიანისთვის საჭირო პროდუქტი:
- ბარდა - 1 ჭიქა;
- კარტოფილი - 4-5 ცალი;
- სტაფილო - 1 ცალი;
- ხახვი - 1 ცალი;
- შებოლილი ძეხვი - 150-180 გრ;
- მცენარეული ზეთი - 2 ს/კ;
- დაფნის ფოთოლი - 2 ცალი;
- კამა - გემოვნებით;
- მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
ბარდა კარგად გარეცხეთ (გირჩევთ, წინასწარ 2 სთ. ჩაალბოთ ცივ წყალში, შემდეგ გადაწურავთ), დაასხით ცივი წყალი და დადგით მაღალ ცეცხლზე მოსახარშად.
როგორც კი წამოდუღდება, ქაფი მოხადეთ, ცეცხლს დაუწიეთ და განაგრძეთ ხარშვა.
ბარდის მოხარშვას დასჭირდება 30-40 წუთი.
სანამ ბარდა იხარშება, გაფრცქვნილი კარტოფილი და შებოლილი ძეხვი პატარა კუბიკებად დაჭერით.
ცალკე ტაფაზე დაასხით ზეთი და დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ ხახვი და გახეხილი სტაფილო.
როცა ბარდა მოიხარშება, ქვაბში ჩაყარეთ კარტოფილი და დაელოდეთ მის მოხარშვას.
როცა კარტოფილი მოიხარშება, ქვაბში ვამატებთ მოშუშულ ხახვს და სტაფილოს, დაჭრილ ძეხვს და სანელებლებს - დაფნის ფოთოლს, შავ პილპილს და მარილს.
ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 10 წუთი ხარშეთ.
გამზადებულ წვნიანს დააყარეთ კამა, ამოურიეთ და გაზქურა გამორთეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან