დესერტი

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობებში

fun time

14:07 შაბ. 19 ივლისი

ნესვის ჩირის მომზადება

14
დაკოპირებულია

სახლში მომზადებული ნესვის ჩირი ძალიან გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტია.

ნესვის ჩირის სასარგებლო თვისებები

ნესვის ჩირი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ბოჭკოებს, ცილებს, მინერალურ მარილებს, C ვიტამინს, B ვიტამინებს, კაროტინს, რკინას, ფოლიუმისა და ნიკოტინის მჟავებს.

ნესვის ჩირს აქვს შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი თვისებები. ამასთან, ის შესანიშნავად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ნივთიერებას, ამიტომ, მისი ზამთრისთვის მომზადება არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელია.

ნესვის ჩირის მომზადება ზამთრისთვის:

1. ნესვი შუაზე გაჭერით და თესლისგან გაასუფთავეთ.

2. ნესვს მოაჭერით კანი და დაჭერით 1-1,5 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად.

3. ნესვის ნაჭრები მოათავსეთ გაზქურის საცხობ ფირფიტაზე.

4. ღუმელი გააცხელეთ და ნესვი 10 წუთით შედგით. ამის შემდეგ, ტემპერატურა, დაახლოებით, 70 გრადუსამდე შეამცირეთ, ღუმლის კარი ოდნავ გააღეთ და ნესვი ამ მდგომარეობაში 6-7 საათის განმავლობაში დატოვეთ. (ნესვი პერიოდულად შეამოწმეთ და გადააბრუნეთ).

5. ნესვის ჩირი გაზქურიდან გამოიღეთ და საბოლოოდ გასაშრობად ისეთ ადგილზე დატოვეთ, რომელიც კარგად ნიავდება.

6. გაითვალისწინეთ, რომ ნესვი ბოლომდე არ შრება და ელასტიკური რჩება.

7. ნესვის ჩირი შეგიძლიათ მინის კონტეინერებში ან ნაჭრის პარკებში შეინახოთ.

ნესვის ჩირის მომზადება აპარატში

ნესვის ჩირის მომზადება ჩირის აპარატშიც შეგიძლიათ.

ამისთვის დაჭრილი ნესვი ჩირის აპარატში, 55°С-65°С ტემპერატურაზე უნდა მოათავსოთ და 12-16 საათი დატოვოთ.

ჩირის შრობის ხანგრძლივობა ნაყოფის წვნიანობაზეა დამოკიდებული.

ნესვის ჩირის შენახვა

სწორად გამშრალი ხილი ღია ყავისფერი, ელასტიკური და ოდნავ წებოვანი უნდა იყოს. მაცივარში მისი შენახვა 6 თვემდე შეიძლება.

ესეც სცადეთ:

გარგარის ჩირის მომზადება სახლის პირობებში

ატმის წვენი ზამთრისთვის

საზამთროს მურაბა დარიჩინით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით