დესერტი

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო, რომელსაც შეიყვარებთ

fun time

17:15 ორშ. 2 სექტემბერი, 2024 წელი

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

14
დაკოპირებულია

თუ ცხელი ზაფხულის დღეებში კარგად ჩაცივებული, ტკბილი და გემრიელი საზამთროს დაგემოვნების მოყვარული ხართ, სანამ საზამთროს კანებს ნაგვის ურნაში გადაყრით, დაფიქრდით, იქნებ მისგან გემრიელი და სურნელოვანი ნუგბარის დამზადება გეცადათ?

საჭირო პროდუქტი:

  • საზამთროს კანი - 1 კგ.
  • სოდა - 1 ჩ.კ.
  • ცივი წყალი - 1,5ლ.
  • საზამთროს წვენი - 1 ლ.
  • შაქარი - 700 გრ.
  • დარიჩინის ჩხირი - 1 ცალი.

მომზადების წესი:

საზამთროს ქერქს შიდა, ვარდისფერი და გარე, მწვანე ფენა ბასრი დანით მოაჭერით, დარჩენილი თეთრი ფენა სასურველი ფორმის პატარა ნაჭრებად დაჭერით.

დაჭრილი ქერქი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი, დაუმატეთ სოდა და კარგად მოურიეთ, რათა სოდა კარგად გაიხსნას. საზამთროს კანები სოდიან წყალში, სულ მცირე, 4 საათი უნდა დატოვოთ.

ეს დრო რომ გავა, სოდიანი წყლიდან ამოიღეთ საზამთროს ქერქის ნაჭრები და ცივი წყალი გადაავლეთ

ამის შემდეგ საზამთროს რბილობიდან წვენი გამოწურეთ, ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ შაქარი, დარიჩინი და ერთი საათის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. მერე კი ამ წვენში სოდიანი წყლიდან ამოღებული საზამთროს კანი ჩაყარეთ და 10 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე ხარშეთ.

ამის შემდეგ ცეცხლი გამორთეთ და საზამთროს კანები დატოვეთ, სანამ მთლიანად არ გაგრილდება.

გაგრილებული კანები მეორედაც 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ადუღეთ და ისევ სრულ გაგრილებამდე დატოვეთ.

გაგრილებული კანებს დაუმატეთ დარიჩინის ჩხირი, 1 ლიმონის ცედრა, 2-3 ცალი მიხაკის მარცვალი და მესამედაც 10 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.

ამის შემდეგ დარიჩინი ამოიღეთ და ცხელ-ცხელი მურაბა წინასწარ გასტერილებულ ქილებში ჩაასხით, თავზე დაახურეთ და შეფუთეთ, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება.

გემრიელად მიირთვით!

აქვე წაიკითხეთ:

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

რას შეიცავს საზამთრო?


წყარო: www.hamisharafi.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი