სილამაზე/ჯანმრთელობა

ნესვის სარგებლობა

fun time

16:32 სამ. 3 სექტემბერი

ნესვის სარგებლობა

14
დაკოპირებულია

ნესვი (Cucumis) გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ძველი ინდოეთი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მიიჩნევა. 

ნესვის კალორია

ნესვის კალორიულობა დამოკიდებულია მის ჯიშსა და მოყვანის პირობებზე. საშუალოდ კი, 100 გრამი ნესვი 33 კალორიას, 0,6 გრ. ცილას, 0,3 ცხიმს, 7,4 ნახშირწყლებს შეიცავს.

ნესვის სამკურნალო თვისებები

C ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით, ნესვი აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან.

ნესვის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს დაზიანებისგან. ამ ნივთიერებებს ასევე შეუძლია შეამციროს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი.

ნესვი შეიცავს ბოჭკოს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უშლის ყაბზობას და ინარჩუნებს ჯანსაღ ნაწლავურ ფლორას.

ნესვის თითქმის 90% წყალია. ეს მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის. როდესაც სხეულში არ არის საკმარისი სითხე, გულს სისხლის გადატუმბვისთვის უფრო მეტი მუშაობა უწევს.

ნესვის შემადგენლობაში შემავალი K ვიტამინი აძლიერებს ძვლებს და ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას.

ნესვის სასარგებლო თვისებებს შორის არის ის, რომ იგი ძლიერი ანტიოქსიდანტი და შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. ასევე, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას და ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას. ასევე, რამდენიმე ნაჭერი ნესვი საკმარისია, რომ მძიმე დღის შემდეგ დაღლილობისგან გათავისუფლდეთ, ენერგიით აივსოთ და განწყობა აიმაღლოთ.

ნესვი განსაკუთრებით სასარგებლოა დასუსტებული იმუნიტეტისა და უძილობის დროს, ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში და ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს, ასევე ანემიის, პოდაგრის, რევმატიზმის, ბრონქიტის, ტონზილიტის, ათეროსკლეროზის და უროლიტიზის (თირკმელებში, ბუშტში და/ან შარდსაწვეთში (საშარდე გზები) ქვების წარმოქმნის პროცესი) დროს.

ნესვი დიეტის დროს

ნესვი ძალიან სასარგებლოა ჭარბი წონის დროს. მასში შემავალი ინოზიტოლი ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას, ასუფთავებს ნაწლავებს ტოქსინებისგან და აქრობს შიმშილის გრძნობას. ამასთან, ნესვს შარდმდენი და საფაღარათო მოქმედება აქვს და სხეულს სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებებით ამარაგებს.

ნესვის უკუჩვენება

იმისთვის, რომ ნესვი სასარგებლო იყოს და არა საზიანო, მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი უნდა მიირთვათ.

მოერიდეთ გადამწიფებული და ნიტრატების შემცველი ნესვის ყიდვას.

ნუ დააყოლებთ ნესვს რძის პროდუქტებს, რადგან ამან შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს.

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ნესვის მიმართ ალერგია განუვითარდეს. ის შეიძლება ქავილის, კანის სიწითლის ან ანაფილაქსიური შოკის სახით გამოვლინდეს.

ბავშვებისთვის ნესვის მიცემა ერთი წლის შემდეგ, დღეში არაუმეტეს 100 გრამი შეიძლება.

ნესვი და დიაბეტი

ნესვი საქაროზას და ფრუქტოზას შეიცავს, რომელიც ორგანიზმის მიერ მთლიანად შეიწოვება და, გლუკოზისგან განსხვავებით, ქსოვილებში არ გროვდება, მაგრამ მაღალი გლიკემიური ინდექსის გამო შეიძლება შაქრის დონე გაზარდოს. აქედან გამომდინარე, შაქრიანი დიაბეტის დროს დღეში არაუმეტეს 150 გრამი ნესვი უნდა მიირთვათ.

ბავშვისთვის ნესვი

ბავშვებისთვის ნესვის მიცემა შეიძლება ერთი წლის შემდეგ - დღეში არაუმეტეს 100 გრამის.

ჯერ ნესვის პატარა ნაჭერი მიეცით, რათა ნახოთ, აქვს თუ არა პატარას ნესვზე ალერგია.

ბავშვისთვის ნესვის მიცემა უმჯობესია ბუნებრივი სიმწიფის სეზონზე - აგვისტო-ოქტომბერში. ამგვარად ნაკლებია ბავშვის ორგანიზმში ნიტრატების მოხვედრის რისკი.

ესეც დაგაინტერესებთ:

რას შეიცავს საზამთრო?

ატმის სასარგებლო თვისებები

ყველაფერი მოცვის შესახებ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

დალიეთ სიამოვნებისთვის - მოკლე ინსტ...

ღვინის სმის წესები

სიმსუქნე გადამდებია - მეცნიერების ა...

სიმსუქნე გადამდებია

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები