სილამაზე/ჯანმრთელობა

ყველაფერი მოცვის შესახებ

fun time

18:40 პარ. 12 მაისი

ყველაფერი მოცვის შესახებ

14
დაკოპირებულია

მოცვი მომჟავო-მოტკბო გემოს მქონე, დაბალკალორიული კენკრაა, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს და ხალხურ მედიცინაში გამოიყენება.

 

ამ გემრიელი და სასარგებლო კენკრისგან ამზადებენ ღვინოს, ლიქიორს, მურაბას, წვენებს, ჟელეებს, სორბეტს, სოუსებს, კექსებისა და ღვეზელების გულსართს და ა.შ.

თანაც, მოცვი სასარგებლო თვისებებს თერმული დამუშავების დროსაც კი ინარჩუნებს.

მოცვის მოსავალს ივლისიდან აგვისტომდე პერიოდში კრეფენ, ფოთლებს კი აშრობენ და სამკურნალო მიზნებისთვის იყენებენ.

ჩვენ გიამბობთ რა სარგებლობა აქვს მოცვს და ვინ უნდა შეიკავოს თავი მოცვის ჭამისგან.

მოცვის სასარგებლო თვისებები

მოცვი B,C,D ვიტამინების წყაროა. ის შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, მთრიმლავ ნივთიერებებს, მჟავებს, მანგანუმს, მაგნიუმსა და კალციუმს.

ბუნებრივი ანტიოქსიდანტები - ანთოციანები მოცვს მუქ შეფერილობას აძლევს.

სწორედ მოცვშია ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტი, რომელსაც შეუძლია თავისუფალი რადიკალების შეზღუდვა და უჯრედების დაცვა დაზიანებისგან. ეს კი სიმსივნის წარმოქმნის რისკს ამცირებს. ანთოციანები ასევე ამცირებს გულის, სისხლძარღვების და თვალის დაავადებების რისკს.

ანთოციანების გარდა, კენკრა სხვა ანტიოქსიდანტებს - ფლავონოიდებსაც შეიცავს. ესაა მთრიმლავი ნივთიერება, რომელიც ანთებით პროცესებს ებრძვის.

ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით მოცვი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება.

მოცვის ექსტრაქტი ოფთალმოლოგიაში კარგად არის ცნობილი. კენკრა დიარეის, გასტრიტის და პეპტიური წყლულის მკურნალობისას შეუცვლელი დამხმარეა.

მოცვის ფოთოლიც სასარგებლოა - მას ინსულინის მსგავსი ეფექტი აქვს და შაქრის შემცველობას ამცირებს.

მოცვის უკუჩვენება

მოცვის მიღება არასასურველია უროლიტიზის დროს (თირკმელებში, შარდის ბუშტში და საშარდე გზებში ქვები). მოცვის ჭამამ შეიძლება ახალი ქვების წარმოქმნა გამოიწვიოს.

მოცვის ჭამას უნდა მოერიდოთ, თუ კუჭქვეშა ჯირკვალთან და თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ.

მოცვი ზომიერად უნდა მიირთვათ (ერთ მიღებაზე არაუმეტეს 100 გრ)б წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ალერგია და ყაბზობა გამოიწვიოს.

მოცვის ჩაის დაყენება

მოცვის ჩაის სასარგებლო თვისებები ასეთია:

  • აუმჯობესებს თვალის მიდამოში სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თვალებში დაღლილობის მოხსნას;
  • ხელს უწყობს მეტაბოლიზმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის მუშაობის ნორმალიზებას;
  • ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს;
  • სასარგებლო გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და ანელებს დაბერების პროცესს;
  • აძლიერებს ნერვულ სისტემას;
  • ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და სასარგებლოა დიაბეტიკებისთვის;
  • აქვს შარდმდენი თვისება.

ხმელი მოცვის ჩაი:

მოცვის ჩაის დასაყენებლად 100 გრ ხმელ მოცვს ერთი ლიტრი ცივი წყალი დაასხით, 10 წუთი ადუღეთ და გაწურეთ. მზა ჩაის შეგიძლიათ ლიმონის წვენი და შაქარი დაამატოთ.

მოცვის ფოთლების ჩაი:

ჩაის მომზადება მოცვის ფოთლებითაც შეგიძლიათ. მოცვის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და 15 წუთით დატოვეთ. შემდეგ კი ჩვეულებრივი ჩაივით დალიეთ.

მოცვის ჩაი შაქრიანი დიაბეტის დროს:

შაქრიანი დიაბეტის დროს 2 ს/კ მოცვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თერმოსში გააჩერეთ და მესამედი ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.

ისევე როგორც ნებისმიერი მცენარეული წარმოშობის პროდუქტი, არ შეიძლება მოცვის ჩაის სმა უკონტროლოდ და დიდი რაოდენობით.

***

საქართველოში გავრცელებულია მოცვის ოთხი სახეობა: მთის, ლურჯი, წითელი და კავკასიური.

მოცვის სახელწოდებაა:

  • ლათინური – L. Vaccinium arctostaphylos L.
  • რუსული – черника
  • ქვემო ქართლური – მოცხარი;
  • მთიულური – მაცილა;
  • დასავლეთ საქართველო – მოცვი;
  • ლეჩხუმური – მომცვი;
  • ოკრიბული – ტყის-ჩაი;
  • ჭანური – ანცერა, ცანაკო, ცხანაკო;
  • მეგრული – ბაჭა, მაყურზენე, მელიშიაში ჯა; ჯაშმელიშია, ცინყა.

აქვე გემრიელი დესერტიც 👇

უმარტივესი ნამცხვარი შავი მოცვით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პიგმენტური ლაქების მოცილება სახლის...

პიგმენტური ლაქების
მოცილება სახლის
პირობებში

დაფნა ხალხურ მედიცინაში - გსმენიათ...

დაფნა მკურნალი

ოქტომბრის მაგნიტური დღეების კალენდა...

მაგნიტური დღეები 2023 წლის
ოქტომბერში

თვალის ირგვლივ სიშავეების მოშორება...

თვალის ირგვლივ
სიშავეების მოშორება

პირველადი დახმარება დამწვრობის დროს...

პირველადი დახმარება
დამწვრობის დროს

წონაში კლება ბებიების მეთოდით

წონაში კლება ბებიების
მეთოდით

რა ხდება ზრდასრული ადამიანის სხეულშ...

რა ხდება ზრდასრული
ადამიანის სხეულში

ბალტიური ქარვა - სასიკვდილო ბაქტერი...

ბალტიის ქარვა

როგორ შევიმოწმოთ თერმომეტრით ფარისე...

როგორ შევამოწმოთ
თერმომეტრით ფარისებრი
ჯირკვლის ფუნქცია?