დესერტი

უმარტივესი ნამცხვარი შავი მოცვით

fun time

18:53 კვი. 17 ივლისი, 2022 წელი

მოცვის ტორტი ცხობის
გარეშე

14
დაკოპირებულია

მარტივი დესერტი ცხობის გარეშე წელიწადის ყველა დროს შეიძლება დაამზადოთ, მაგრამ კენკროვანების სეზონი მაინც განსაკუთრებულია. 

 

საჭირო ინგრედიენტები:

  • 11/2 ჭიქა დაფშვნილი უშაქრო ორცხობილა (შეიძლება, კრეკერებიც);
  • 6 სუფრის კოვზი (85) გრ გამდნარი კარაქი;
  • 1 ჭიქა (200 გრ) შაქარი;
  • 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • ჩაის კოვზის მეოთხედი მარილი
  • 50 მლ. წყალი
  • 4 ჭიქა (600 გრ.) ახალი მოცვი
  • ათქვეფილი ნაღები

მომზადების წესი:

კარაქი გაადნეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. გამდნარ კარაქს შეურიეთ დაფშვნილი ორცხობილა და ურიეთ, სანამ ფხვიერ, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

კარაქიანი ორცხობილას ნაფშვენები 22-23 სმ. დიამეტრის საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და ჯერ ხელით, შემდეგ კი ჭიქის დახმარებით ცენტრიდან კიდეების მიმართულებით, კარგად დატკეპნეთ. გაითვალისწინეთ, რომ ორცხობილას ფენა კიდეებზე მაღალი უნდა იყოს.

კარაქიან-ორცხობილიანი ფორმა მაცივარში შედგით, რომ კარგად გაცივდეს და კენკრის შიგთავსის მომზადებას შეუდექით.

როგორ მოვამზადოთ მოცვის გულსართი:

ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, სიმინდის სახამებელი და მარილი. ამის შემდეგ ქვაბი დაბალ ცეცხლზე დაადგით და თანდათან დაამატეთ წყალი, თან მუდმივად აურიეთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება და მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

ქვაბში ჩაყარეთ მოცვის ნახევარი და, დაახლოებით, 2 წუთი (მასის გასქელებამდე) ადუღეთ.

მოცვიანი ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და როცა ქვაბში მასა მთლიანად გაცივდება, დარჩენილი მოცვი დაუმატეთ და მომზადებული გულსართი ორცხობილას ფენაზე გადაიტანეთ. შემდეგ მაცივარში შედგით, დაახლოებით, 2 -3 საათით.

ნამცხვარზე ზემოდან ათქვეფილი ნაღები ან თქვენთვის სასურველი კრემი ლამაზად დაადეთ და ცოტა ხნით ისევ მაცივარში შედგით.

გემრიელად მიირთვით!


ტკბილეული ცხობის გარეშე 👇

ცივი დესერტი ცხობის გარეშე

რულეტი „ბაუნტი“ - უგემრიელესი დესერტი ცხობის გარეშე!

ფაფუკი „ფიფქები“ - ნამცხვარი ცხობის გარეშე (ვიდეო)

ტორტი „სნიკერსი“ ცხობის გარეშე

წყარო: iambaker.net


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე - 5 წუთ...

ხრაშუნა ტორტი ცხობის
გარეშე - 5 წუთში მზადდება!

ღუმელში შემწვარი კომში თხილით

შემწვარი კომში

ხაჭოს დესერტი ცხობის გარეშე

ხაჭოს დესერტი ცხობის
გარეშე

მარტივი დესერტი - ესპანური ჩუროსი

მარტივი დესერტი - ესპანური
ჩუროსი

ხურმის მურაბა და ჯემი - მარტივი რეც...

ხურმის მურაბა და ჯემი

ქაცვის მომზადება - მურაბის მარტივი...

ქაცვის მომზადება

ორცხობილა კორჟიკი - გემო ბავშვობიდა...

ორცხობილა კორჟიკი

დესერტი ტაფაზე

დესერტი ტაფაზე

ნაყინის ტორტი შოკოლადითა და თხილით...

ნაყინის ტორტი შოკოლადითა
და თხილით - მოამზადეთ
სახლში